2 წუთი უიმედობაზე
ამ ფოტოზე რომ არეულობაა რაღაც მაგდაგვარზე ვწერ
მეორე ქვეკატეგორიაში შემავალ ადამიანებს დიდი სურვილი აქვთ მაგრამ ეშინიათ რომ არ შეუძლიათ, ეჭვი ეპარებათ და ეს აცოფებთ. შიში იმისა, თუ რა მოხდება, როცა არ გამოვა, როცა საბოლოოდ გაიაზრებენ რომ მთელი ცხოვრება გავიდა და ვერაფერი შეცვალეს, შიში იმისა რომ ყველაფერი სულ ასე იქნება, ან უარესად იქნება. ზუსტად ამიტომ არიან გაღიზიანებულები. ქვეცნობიერში დამალული შიშები შიგნიდან ჭამთ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი ისე გამოიხატება, თვითონაც ვერ ხვდებიან რა ხდება მათ თავს. რაც ყველაზე ცუდია, ამას ნორმად აღიქვამენ, საერთო დაძაბულობების ფონზე.
სინამდვილეში როდესაც გჯერა რომ ყველაფერი გამოვა, მშვიდად ხარ. ელოდები და წყნარად მიყვები გეგმას, რომელიც რაღაც ჭაობიდან გამოგიყვანს. ებღაუჭები იმ გზას, რითიც მიდიხარ, ასე თუ ისე, იცი საით მიდიხარ და სასოწარკვეთილი არ ფართხალებ, ეს შინაგანი ფართხალი არის ზუსტად ის გაღიზიანებული და ნევროზული ფონი, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ.
ჰო, კიდევ სხვის დასანახად უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ჩვენთვის. ვფიქრობ არასწორი იქნება, ეს ვინმემ უარყოს.
უიმედოდ ვართ და თავს იმის გაკეთებით ვიმშვიდებთ, რისი გაკეთებაც საერთოდ არ გვჭირდება.
ეს ფაქტებია, მაგრამ ადამიანებს ზარავთ შიში, რომელიც მათ ყიდის, სხვისი გაყიდვით, სხვაზე გადაბრალებით, ნელ-ნელა უჰაერობით სიკვდილივითაა. ნაადრევად თავის ასე გაწირვა... ნააჰ.. რადგან რაღაც დროს ისედაც მოვკვდებით, ჰოოდა ამაყად მაინც მოვკვდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვინც მართლა ბოლომდე იბრძოლებს, I did it შეგრძნებით სიკვდილს რაჯობია. :დ
ვან მორ. კი, უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მიზნებისთვის მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სიამოვნება აწმყოდანაც მივიღოთ. პატარა რაღაცეებით, სულ უმნიშვნელო დეტალებით, რასაც არ ჩამოვთვლი. ეს სასიამობვნო წერტილები ყველასთვის სხვადასხვაა. მთავარია დაიჭირო მომენტი. ეს ცოტა სიმშვიდეს მაინც შემოიტანს და უკვე ცოტა მეტად ბედნიერად იგრძნობთ თავს.
Comments
Post a Comment