იცხოვრე ისე, როგორც გრძნობ.
გრძნობა მოდის როგორც გულიდან, ისე ტვინიდან.
ბლოგერის აზრით, რასაც გრძნობ, იმის უნდა დაიჯერო. რასაც გულით გრძნობ, მხოლოდ იმის არა, ტვინიც გრძნობს. სწორედ ეს არის ინტუიცია. ინტუიცია გულიდან არ მოდის. ტვინიც სათუთია. ფიქრის დროსაც გრძნობ. ისევე როგორც სხვადასხვა შეგრძნებების დროს, ფიქრი ზუსტად რომ ამ სხვადასხვა შეგრძნებას აღძრავს ჩვენში. არაფერს რომ არ გრძნობ, ესეც შეგრძნებაა. ცუდი, სხვათაშორის ))
არის ბევრი , ვინც ამ გრძნობებისგან განთავისუფლებას ცდილობს. ბლოგერის აზრით ისინი საბოლოოდ დაიკარგებიან. ადამიანობაც შეიძლება დაიკარგონ, თუმცა რა არის ადამიანობა... ამაზე ცალკე პოსტში. ან თუ არ დაიკარგებიან, ბოლოს მაინც უკან დაბრუნდებიან. (ამაოების თითეორიები... )
სურვილებიც გრძნობებია.
რა არის ადამიანში ყველაზე სათუთი? რეცეპტორები. ყველა მათგანი არის გრძნობებით გამოწვეული. ყველა მათგანს მართავს გრძნობა. როცა საჭმელს ვჭამთ და გვეგემრიელება, ამას გემოს რეცეპტორები აფიქსირებენ, რომელსაც ვგრძნობთ. რომ ვერ ვგრძნობდეთ, არანაირი აზრი არ ექნებოდა რას ვჭამთ იმას,საერთოდ საკვების მიღებას. მაშინ არ გვექნებოდა საყვარელი საჭმელები, საყვარელი სიმღერებიც, თუ არ ვიგრძნობთ, ყველაფერი სულერთი იქნება. არც დაგვჭირდება მათი მოსმენა, შესაბამისად, არ იქნება ბევრისთვის შთაგონება, თუ არ ვიგრძნობთ საკვების საჭიროებას, თუ სულერთი იქნება ის, მოვკვდებით და ასე შემდეგ.
ყველა სხვადასხვანაირად გრძნობს. 🤷🏻♀️
ჰოდა ამ გრძნობების სითათუთის გამო, ადამიანები ფიქრობენ რომ სუსტები არიან ან/და ეშინიათ რომ სუსტები აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ცდილობენ მისგან გათავისუფლებას..
სინამდვილეში სწორედ გაქცევა არის სისუსტე, შიშებისგან გაქცევა, მისი დამალვა. ემოციების და გრძნობების უგულებელყოფა, უკუგდება, არაღიარება.
თვალის გასწორება, აღიარება ყველაზე ძლიერი ნაწილია. ამ ეტაპამდე მისვლა ყველაზე რთული. ამ ეტაპის შემდეგ ყველაფერი გაცილებით მარტივად ლაგდება.ბლოგერის აზრით, ამაზე მუშაობა გაცილებით საინტერესოა.
Comments
Post a Comment