Ridiculous

წარმატება ორმოს გავს, რომელიც შენი დაბადებისთანავე ჩნდება. იმ მომენტიდან, როცა განვითარებას იწყებ, ამ ორმოდან ნელ-ნელა ზევით ცოცვას სწავლობ. როგორც კი განვითარებას წყვეტ, ორმოში ვარდნას იწყებ. ვარდნისას თუ მოახერხე და თავი შეიმაგრე, იმ მომენტიდან გააგრძელებ ორმოდან ამოძრომას, სადაც გაჩერდი. მაგრამ ვარდნით გამოწვეული სტრესის გადალახვა რთულია და ვინც ამას ვერ უძლებს, ბოლომდე, ისევ ფსკერამდე ეცემა. მაშინ ისეთივე უსუსური ხარ როგორც ახალშობილი. სანამ თავს ხელში არ აიყვან და ისევ განვითარებას არ დაიწყებ, სანამ ისევ ინტერესს არ გაიღვივებ რომ შეიცნო, ისწავლო (წიგნების ზუთხვას არ ვგულისხმობ), განვითარდე, ორმოს ფსკერზე დარჩები. ყველანაირი მოტივაცია გამქრალი იქნება, არაფრის ხალისი არ გექნება, არაფერი არ გენდომება. შეიძლება მუდმივად ძილი, ან გაქრობა გინდოდეს. მერე ეს ყველაფერი ბევრად რთულია. უკვე გავლილი გზის თავიდან გავლა. წარმოიდგინე სამსახურიდან სახლში საშინლად დაღლილი, ძლივს რომ მიხვალ,სიცივეში და უცებ ისევ სამსახურის კართან ჩნდები, და იგივე გზის თავიდან გავლა გიწევს. რაც არ უნდა მოიმოქმედო, ამას ვერ აჩერებ. ეს მომენტი წარმოიდგინე ღამის 3 საათზე, დაახლოებით 10ჯერ. გაამრავლე 100ზე. ვეცადე რთულად წარმოგედგინა. იმედია იმუშავა. და ეს მანამ გაგანადგურებს შინაგანად სანამ არ გააცნობიერებ რომ შენ შეგიძლია ყველაფერი ისე მოაწყო, ისე შეცვალო, როგორც გრძნობ. მხოლოდ საკმარისია-მცდელობა, რომელიც ყველასთვის ერთნაირად რთულად გადასადგმელი ნაბიჯია დაცემის შემდეგ, მაგრამ ეს მცდელობა გეხმარება ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლაში. და ბევრად სწრაფად! არ დაგავიწყდეს, გვიანი არასდროსაა. არ შეგეშინდეს რომ უკვე გვიანია, რადგან ეს შენში პანიკას დათესავს და უფრო მეტი დროით დაგტოვებს ფსკერზე. დაკარგულ დროზე დიდი ხანი არ იდარდო. სამყაროში იმაზე მეტი დრო გვაქვს, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. უბრალოდ ფუჭად დახარჯვა არაფერში გამოგადგება. თუ გრძნობ რომ უბრალოდ გაჩერება გჭირდება, არც წინ და არც უკან წასვლა, უბრალოდ ყოფნა, შესაძლებლობიდან გამომდინარე არც ეს არის ცუდი. @green როგორც კი თავში ძალას იპოვი და განვითარებას განაგრძობ, ზუსტად ისეთივე წარმატებული იქნები, როგორც თავიანთ ორმოებში ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანები. მაგრამ აქ შენ გგონია რომ ისინი შენზე წინ არიან, შენ ჩამორჩი და ეს კიდევ უფრო გხევს ქვევით. ხშირად ადამიანები დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა სხვის წარმატება/წარუმატებლობა/ჩვენზემეტია/ნაკლებია/ჩვენზემეტიაქვს/ნაკლებიაქვს-ზე ვამახვილებთ ყურადღებას. ესეც კაარგად გვხევს ქვევით. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამ დოზით არა, მხოლოდ იმდენით, რამდენიც გვჭირდება რომ ვისწავლოთ. რა თქმა უნდა, სამყაროში ამ ორმოს აქვს ფინიში. ეს იქ არის სადაც ამას თავად გადაწყვეტ რომ არის. დასასრული არ არის იქ, სადაც ყურებ ჩამოყრილი ზიხარ. ორმოდან ამოსასვლელი, თავისთავად გასავლელი გზა არის. თუმცა ეს უფრო გავს უგემრიელეს დესერტს, რომლის ბოლო ლუკმა დაგრჩა და რომელიც აუცილებლად გემიელად უნდა მიირთვა. წარმატებული მაშინ ხარ, როცა ამას გრძნობ და არა უბრალოდ იცი. ორმო სულაც არ არის ცუდი, ეს უბრალოდ მეტაფორაა, და ეს გასავლელი გზაა შენს ბედნიერებამდე. ბედნიერება ემოციაა, შეგრძნებაა, რომლითაც ვცხოვრობთ. უემოციო ადამიანი ვერცერთი სამყაროს ნაწილი ვერ იქნება. ბუნებაში ყველა ცოცხალ რა-ს აქვს ემოცია, რეაქცია, და თავისთვის ყველაზე სწორ, შესაბამის ადგილას ბინადრობისკენ მიიღწვის. ორმოში ისეთი სამყაროს შექმნა შეგიძლია, რამხელაც გინდა. ორმო შეიძლება დედამიწის დიამეტრის ტოლი იყოს,ან უფრო მეტიც. ეს ყველაფერი შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. თუ ამ პოსტში სიტყვა ორმო-მ ნეგატიური ემოციები გამოიწვია, boggart-ი და მასთან ბრძოლის მეთოდი გაიხსენე. Ridiculous!

Comments

Popular Posts