1 წუთი დაფიქრებაზე, სანამ რამეს ვიტყვით
"მოძღვრებას" სანამ დავიწყებ, პირველ რიგში მინდა ვაღიარო... მე მითქვამს ბევრი რამ ისეთი, რაც არ უნდა მეთქვა,😕 დაუზუსტებელი ინფორმაცია გამივრცელებია - მითქვამს ვიღაცისთვის სხვაგან მოსმენილი, ის ხომ აუცილებლად ეტყოდა ვიღაცას, ისიც ვიღაცას და ასე, რასაც უკვე ცრუ/არასწორი/არადადასტურებული/დამახინჯებული (ისედაც დამახინჯებული, მრავალპირგავლილი კიდევ უფრო დამახინჯებულადსახეშეცვლილი) ინფორმაციის გავრცელება ქვია. ხოდა მოკლედ პირველ რიგში ჩემს გასაგონად ვფიქრობ და ჩემს წასაკითხად ვწერ. 🙈🙈
ასე რომ, სანამ რამეს ვიტყვით უნდა დავფიქრდეთ. წინ დამხვედრია სხვაზე ცუდი ნათქვამი.
ერთხელ ერთ თანამშრმელზე ვთქვი რომ უცნაურია და ვერ ვუმუღამებ, ცოტა მუდოა, კიდევ ვთქვი მსგავსი რაღაცები და აღმოჩნდა რომ მეორე ოთახში იყო და ყველაფერი ესმოდა. არაფერი უთქვამს რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი რომ ეწყინა და მე ჩემი თავის შემრცხვა.
მაგრამ შეუძლებელია შემოგხედო და გავიგო როგორი ადამიანი ხარ. შესაბამისად არ შემიძლია შენზე თქვა მომწონხარ თუ არა, მაღიზიანებ თუ არა, ერთი შეხედვით.
არ შემიძლია შენი მოქმედების მიხედვით ვიმსჯელო შენს პიროვნებაზე, რადგან არ ვიცი რა ფაქტორის გამო ამბობ ან იქცევი ასე.
არ შემიძლია შენი გამოხედვაში შენი ფიქრები შევაფასო თუ რაიმე მკვეთრად გამოხატული მიმიკა არ გაქვს სახეზე, რადგან არ ვიცი რეალურად რას ფიქრობ იმ დროს. არც მკვეთრი მიმიკით შემიძლია, იმიტომ რომ შეიძლება ამას სპეციალურად აკეთებ.
მოკლედ ჩვენს თავებს იმდენად უნდა მივხედოთ, რომ დრო არ დაგვრჩეს ყურადღების ამ ყველაფერზე გასმახვილებლად. ოო რა რთულია ზოგისთვის, ვიცი, მაგრამ ეს არის MUST DO! ჩვენი თვითგანვითარებისთვის, საკუთარი თავის რეალიზებისათვის და ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
ახლა რომ დავწერ, თან ხომ ვფიქრობ და მეორეც, ამ ტექსტს ხომ აუცილებლად გადავიკითხავ და იქნებ მაქსიმალურად მაღალი პროცენტით გავითავისო ჩემშიც.🙈
კიდევ ვიღაცაზე მითქვამს ისეთი რამეც, რასაც პირადად არ ვეტყოდი, ვაღიარებ. ანუ ზურგს უკან ცუდი მითქვამს. თუმცა ეს ადრე, ძალიან დიდი ხანია ჩემი თვითშეგნება ავიმაღლე საკმარისად, ჩემსა თუ სხვის შეცდომებზე სწავლის ხარჯზე, რაც ძალიან დამეხმარა და სიტუაციის/ მომენტის სწორად გაანალიზების უნარი, მინიმალისტურ დროში ჩამინერგა ტვინში. უკვე ავტომატური რეფლექსებივითაა. მაგრამ ისევ ვმუშაობ ჩემს თავზე. არი რაღაცეები რასაც ალბათ ვერ ვამჩნევ ჯერ.
ეს როგორ მოხდა არ ვიცი, მინდა გავიხსენო გარდატეხა სად და როდის მოხდა, სადაც ისე მკაფიოდ გავიაზრე ტვინში რომ დაუზუსტებელი ინფორმაციის თქმა არაფრის მომცემი, შესაძლოა სხვისთვის მტკივნეული და მტკნარი სიცრუე იყოს. თუმცა როგორც ჩანს ეს ნელი პროცესი იყო და დრომ მოიტანა, ცხოვრებამ მოიტანა (სულ მინდოდა ეს წინადადება ლოგიკურად გამომეყენებინა სადმე :D ), გამოცდილებამ, სხვის შეცდომებზე დაკვირვებამ-კრიტიკის გარეშე!
"აქ დავაბრძენებ: ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, თუმცა როცა ვხედავთ როგორ უშვებს ადამიანი შეცდომას, არ გავაკრიტიკოთ, რადგან როგორც კი კრიტიკას ვიწყებთ, მანდ მეორე გარდატეხა ხდება და მსგავს სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, იგივე შეცდომას ვეღარ ავუვლით გვერდს(ამ ფაქტის ავთენტურობაში თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრი მაგალითი მინახავს). საჭიროა მთელი კონცენტრაცია გადავიტანოთ იმაზე, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ ან ვთქვათ მსგავს სიტუაციაში და მეტი არაფერი. ძალიანაც არ უნდა ჩავუღრმავდეთ, მხოლოდ სანამდეც საჭიროდ ჩავთვლით. ტვინი დავინდოთ, ისედაც ძალიან ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი. ნაკლები კრიტიკა, მეტი დაკვირვება ცივი გონებით, მეტად კონცენტრირება მხოლოდ იმაზე, რაც გვჭირდება. " 🙏
ასე რომ, სანამ რამეს ვიტყვით უნდა დავფიქრდეთ. წინ დამხვედრია სხვაზე ცუდი ნათქვამი.
ერთხელ ერთ თანამშრმელზე ვთქვი რომ უცნაურია და ვერ ვუმუღამებ, ცოტა მუდოა, კიდევ ვთქვი მსგავსი რაღაცები და აღმოჩნდა რომ მეორე ოთახში იყო და ყველაფერი ესმოდა. არაფერი უთქვამს რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცი რომ ეწყინა და მე ჩემი თავის შემრცხვა.
ყველანი განსხვავებულები ვართ, ხანდახან კი ყველანი ზუსტად ერთნაირები. უბრალოდ სიტუაციას გააჩნია, დროს, ადგილს და გარემოცვას.ერთი შეხედვით რომ გვგონია ხოლმე ადამიანის შინაგან სამყაროს ვკითხულობთ და მაშინვე ბრძნულ, არაფრის მომცემ საკუთარ შხედულებებს ვაფრქვევთ, ამით საკუთარ თავს ვუშავებთ იმ კუთხიით რომ - რაში ვკარგავთ დროს?! და ასევე, სხვა ადამიანზე ვსაუბრობთ მისი შეცნობის გარეშე. შესაძლოა ცუდს , შესაძლოა კარგს-რაც უკვე არასწორია.
მაგრამ შეუძლებელია შემოგხედო და გავიგო როგორი ადამიანი ხარ. შესაბამისად არ შემიძლია შენზე თქვა მომწონხარ თუ არა, მაღიზიანებ თუ არა, ერთი შეხედვით.
არ შემიძლია შენი მოქმედების მიხედვით ვიმსჯელო შენს პიროვნებაზე, რადგან არ ვიცი რა ფაქტორის გამო ამბობ ან იქცევი ასე.
არ შემიძლია შენი გამოხედვაში შენი ფიქრები შევაფასო თუ რაიმე მკვეთრად გამოხატული მიმიკა არ გაქვს სახეზე, რადგან არ ვიცი რეალურად რას ფიქრობ იმ დროს. არც მკვეთრი მიმიკით შემიძლია, იმიტომ რომ შეიძლება ამას სპეციალურად აკეთებ.
მოკლედ ჩვენს თავებს იმდენად უნდა მივხედოთ, რომ დრო არ დაგვრჩეს ყურადღების ამ ყველაფერზე გასმახვილებლად. ოო რა რთულია ზოგისთვის, ვიცი, მაგრამ ეს არის MUST DO! ჩვენი თვითგანვითარებისთვის, საკუთარი თავის რეალიზებისათვის და ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
Comments
Post a Comment