რამდენიმე წუთი აქაურობაზე

   
მივიღოთ ყველა ისეთი, როგორიც არის. რეალურად ძალიან რთულია ადამიანი მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. ამას ვერავის ვერ აიძულებ. ჩვენ ადამიანები ვართ და გვიყვარს სხვისი გაკრიტიკება, სხვისი საქციელის მათ მაგივრად ახსნა, და განმარტების სხვისთვის გადაცემა. ამას დღეს ჭორაობა ქვია.
   ჩვენ უმიზეზოდ გვაღიზიანებს და არ მოგვწონს როგორ ლაპარაკობს ჩვენი თანამშრომელი და მის საუბარს ვადარებთ დაუნის სინდრომით დაავადებულის მეტყველებას.
ჩვენ არ მოგვწონს რა აცვია ჩვენს მეზობელს და შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ მის სიგოიმეზე და ამით ჩვენი თვითშეფასების ამაღლება ვცადოთ. თუ ამას ვინმეს თანდასწრებით აღვნიშნავთ მას ვაჩვენებთ რომ ვიღაცაზე მეტი ვართ. 
   ჩვენ ვუმტკიცებთ საკუთარ თავებს რომ სხვებზე უკეთესები ვართ. რომ სხვაზე მეტი გვესმის, რომ სხვაზე გემოვმებიანად შეგვიძლია გვეცვას, რომ სხვაზე მეტი გვაქვს. და საინტერესო ისაა, თუ რას გვაძლევს ეს ყველაფერი.
კომპლექსი, რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს, თუ აღზრდის დროს დაშვებული შეცდომები. რადგან დღეს მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც დღეში რამდენჯერმე არ საუბრობს სხვის მაგივრად, არ განიხილავს სხვის საქმეს და არ ფიქრობს რომ მინიმუმ 1 ადამიანზე უკეთესია, ვისაც დღეს შეხვდა. 

Comments

Popular Posts