ციფრულ ომზე


ძაალიან მინდა ხოლმე ყველას გავაგებინო ჩემი აზრები. ვისაუბრო ხმამაღლა ბეევრი ჩემს შეხედულებებზე, სიზმრებზე და ყველაფერზე, რასაც ვფიქრობ. მერე ვუყურებ ხალხს და ვხედავ, პატარა საწინაადეგო აზრის გამო, ან უბრალოდ მათთვის აბსურდული იდეის გამო, როგორ შეუძლიათ გაიმეტონ ერთმანეთი და თან თითქოს ამის სურვილი აქვთ, თითქოს სისხლი ყივის და უნდათ რომ ვინმე დაამცირონ, რამე დაუშაონ,მათზე მაღლა წარმოაჩინონ თავი, საერთოდაც რომ ვინმემ მიუშვას და მოკლან..
(ჩაის ვსვამდი და ამდენ ნეგატივზე სისხლისფრად მომეჩვენა).

ვიტყოდი სოციალურ ქსელში ხალხს კამათი მოსწონს მეთქი, მაგრამ ის რაც იქ ხდება არის მასიური ციფრული ომი. ციფრული ომი ასე გამოიყურება:

საწინააღმდეგო აზრი გაქვს?
-ნეგატივი
-სიძულვილი
-გაღიზიანება

საწინააღმდეგო აზრი გაქვს და ეს აზრი ლოგიკურად ვიღაცისთვის აბსურდულია?
-დაცინვა
-მიწასთან გასწორება
-დამცირება
-გალანძღვა
-შეურაცყოფა

ნეიტრალური პოზიცია გაქვს?
-ირონია
-ნეგატივი
-გაღიზიანება


Comments

Popular Posts