1 წუთი რაობაზე
ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ყველაფერი რაღაცისთვის ხდება.
როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, სამყაროს ყველაფერი გათვლილი აქვს და ჩვენ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, ეს ჩვენთვისაც უკეთესია. ხანდახან დაგვცინის კიდეც, ეს უბრალოდ ჩვენს აზრზე მოსაყვანად, რომ მთლიანად მასზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ჩვენც ვაკეთოთ ჩვენთვის რამე. ცუდი მომენტებიც ბევრია, თუმცა უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს.
და როგორც მე ვიტყოდი, რთული მომენტები გვაძლიერებს და ამის შემდეგ, ყველაფერი კარგი ბევრად უფრო სასიამოვნოა.
როგორც კიდევ ერთი ჩემი იტყოდა, სტრესი აუცილებელია, ჩემს მოსაზრებასთან ახლოსაა. საბოლოოდ შედეგი ერთი აქვს ორივეს და ბოლო დროს ივხვდი რომ ამ წინადადებას ვეთანხმები.
Comments
Post a Comment