2 წუთი ერთ-ერთ დიდ მიზანზე
იმიტომ რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო რომ შესაძლებელია და მერე ყველას ვუთხრა რომ ეს შესაძლებელია და ამაში ამდენი დრო დამჭირდა, ვფირობდი ამას, მერე ვფიქრობდი იმას. ვაკეთებდი ამას და მერე იმას და საბოლოოდ I did it.
ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ამბობენ რომ ყველაფერი შესაძლებელია,მართლაც სჯერა ამის. But, რეალურად ეს არის მათი წარმოსახვით ყველაზე რთულად გადალახვადი და შესაძლოა არა რეალურად რთულად გადალახვადი. და როცა გადალახავენ გვიყვებიან ამის შესახებ, თუ რამდენად მარტივია რეალურად, ან რამდენად რთული - მაააგრამ შესაძლებელი.
ანუ, პირველი იდეის ჭეშმარიტების პოვნაა და შემდეგ ამ ჭეშმარიტებაში სხვისი დარწმუნება. ანუ ჯერ შენს თავს აჯერებ და მერე სხვას.
მაგალითად, მე ვფიქრობ რომ გონების და ემოციების მართვა შესაძლებელია.
მე ვფიქრობ, რომ შეგიძლია აკონტროლო ბრაზი მაშინ, როცა ამაში ხელს გიშლის ყველაფერი გარშემო. და თუ არ გამოგდის, პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება :
1. არ გაიმართლო თავი. გაუტრაკო შენს თავს.
3. ეცადო მანამ შეინარჩუნო სიმშვიდე და სტაბილურობა, სანამ გამოგივა.
ერთ-ერთი დიდი მიზანია იმ მიზანთაგან, რომელსაც ვცდილობ რომ მივაღწიო. ემოციების კონტროლი ყველაზე რთულია მაგრამ მანდაც მივალთ. მართალია თავი არ უნდა დავირობოტოთ. მხოლოდ ისე, რომ საკუთარი თავი არ დავაზარალოთ.
ძირითადად ნეგატივით ხდება თავის დაზიანება. დადებითი ემოციები შეგვიძლია მივუშვათ, უუმცირესი ლიმიტებით. ხანდახან ამ ლიმიტების დაწესებასაც არ ვემხრობი, მაგრამ ჩემი აზრით, დადებითი ემოციები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს განწყობაზე და აი რამდენი ხნით, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. დადებითად მძაფრი ემოციები გვაძლიერებს, ენერგიას გვმატებს და სიცოცხლის ხალისს გვიბრუნებს, მაშინ როცა არც ისე კარგად გრძნობ ამ სამყაროში თავს. ყველას აქვს ასეთი მომენტი, გაქცევა გინდა მაგრამ სად, რეალურად ისიც არ იცი, ყველაფერი მობეზრებული გაქვს და არაფერი აღარ გინდა. თუ ვერსად ვერ მივრბივართ, ამ დროს უნდა ჩართო Tika Mode! და მიიღო სიამოვნება პატარა რაღაცეებით. მაგალითად, ქუჩაში შეგიძლია იცინო ხალხის სიარულის მანერაზე, ხალხს კიარ დასცინო, უბრალოდ სიარულის მანერებზე იცინო. ან თუ არც გეცინება, მოუსმინო წვიმის ხმას, ან თუ არ წვიმს, თვალები დახუჭო და წარმოიდგინო როგორ ეშვები კლდიდან და იფრინო, ცადო მაქსიმალურად მძაფრად შეიგრძნო ეს ყველაფერი. შეყოლა იცის, მაგრამ არ ჩარჩები, ნუ გეშინია :D პრაქტიკულად განხორციელებაც შეიძლება. ნუ, ფრენით ვერ იფრენ მაგრამ სხვა შეგრძნებების მიღება შეიძლება.
ეს ჩემზე მოქმედებს, ყველამ თავისი სიმშვიდის წერტილი უნდა იპოვოს. ცოტა კონცენტრირება და რაღაც გამოვა.
Comments
Post a Comment