1წუთი იმიტომ-ზე
იმ მიტოვებულ შენობაში შესვლა? იმ კედელზე გადაძრომა? იმ კლდიდან გადმოხტომა? იმ სახურავზე აძრომა? ....
ყველა ამ მომენტალურ სურვილში, დღის მანძილზე, არის ემოცია, რომელიც ამ რეალობას ცოტახნით გწყვეტს და სხვა რეალობაში გადაყავხარ.
ხეებზე რომ პატარა კომენტარი გავაკეთო
. განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ხეზე რომ ადიხარ - ეს ერთი მოსაზრებაა.
რეალურად ბევრი რამე ხდება. ხეზე შენს გარდა არავინაა, თუ ვინმე გაივლის, ქვევით იქნება და შეიძლება ვერც შეგამჩნიოს, უკეთესია ისეთ ადგილას წახვიდე, ის ერთი გამვლელიც რომ არ იყოს. შენთვის ხარ. ხეზე წევხარ და მშვიდად ხარ, გონებას თიშავ და ბედნიერებისგან იღიმი. შენს პირად გარემოცვაში ხარ და ხელს არავინ გიშლის არც ფიქრში და არც არ ფიქრში.
განმარტოებისთვის იდეალურია. თან ბევრი საინტერესო რამის ნახვა / აღმოჩენა შეიძლება, პირველ რიგში საკუთარ თავში.ღრმად სუნთქავ, ბუნების სუნს გრძნობ, თვალს ხუჭავ, ფოთლების ხმას უსმენ. სასიამოვნო ნიავი გეხება საზეზე. რაღაც ნათელი მატერიასავით შენს სხეულში შემოდის და თითქოს ენერგიით გავსებს.
Comments
Post a Comment