2 წუთი დღევანდელ დრამაზე.
რამდენი ცუდი ინფორმაციაა ბოლო დროს. რამდენი ომის, რამდენი მკვლელობა. მაგრამ ადრე უფრო მეტი ომი იყო, ადრე უფრო მეტი ადამიანი კვდებოდა, უფრო საშინლად, სადისტურადაც. ახლა ყველამ გულთან ახლოს მიტანა დაიწყო თუ გვიკვირს ამ დროს, 21-ე საუკუნეში რომ ამ სიხშირით ხდება ეს ყველაფერი, ვითომ უკვე ცივილურ სახელმწიფოებში და ცივილური საზოგადოებით? წესით არ უნდა ხდებოდეს, ვფიქრობთ. ჩვენ ხომ ასე განვვითარდით.
რეალურად ცივილური აქ არაფერი არ არის. მაქსიმუმ ძალიან ცოტა არის და ეს საერთო ფონზე არაფერია. ბევრად ცივილური და განვითარებული იყვნენ რასები წარსულში. რეალურად მასა ახლა დეგრადირებულია. კი, გვყავს დადღაც 1-1.5% რეალურად და 70% იმ დეგრადირებულის გადმოსახედიდან განვითარებული საზოგადოება. ამ საზოგადოებისგან საერთოდ არაფერი არ გინდა გარდა იმისა რომ გამოიყენო და მათგან რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახო. ან, ესეც არ გინდა და გაცლა გინდა.
და მერე რა სიმშვიდის მოპოვებაზეა საუბარი. წავიდეთ ტყეში სოკოები დავკრიფოთ.
Comments
Post a Comment