20 წუთი ტაქსში






 მოკლედ, სამოტივაციო სფიჩები სხვებზე არ მოქმედებს. 

შენთვის უნდა შეინახო შენი აზრები და საკუთარი თავი ამოტივირო. ვინც ასე ფიქრობს არც სჭირდება საკუთარი თავის დამოტივირება. ტვინი იმ ლეველზე ყავს, რომ ზედმეტი ფიქრის გარეშე, ავტომატურად აკეთებს ამას, ინსტიქტურად.  იმიტომ, რომ:

👉 ვისაც არ უნდა, არ დაინახავს!

👉ვისაც არ უნდა, არ იქნება კარგად!

მგონია, რომ ხალხს მოსწონს დეპრესიაში ყოფნა, წუწუნი, სხვაზე ყველაფრის გადაბრალება. ვითომ ასე უფრო მარტივია? არის ვარიანტები:

1. ზარმაცი ხარ და ტრაკის აწევა გეზარება რამის გამოსასწორებლად და მთავრობას (რომ არა თქვენ!), დედას, მამას (რომ არა ზედმეტი მზრუნველობა) ღმერთს (რომ არა შენი ნება). აბრალებთ ყველაფერს.

2. რაღაც სიტყვას ვეძებ...... გინდა რომ განუგეშონ. მოგწონს სუსტის ამპლუაში ყოფნა, იმ იმედით, რომ ვიღაც გააკეთებს შენს მაგივრად. შეიძლება დიდი ხანი აკეთებდნენ კიდეც შენს მაგივრად და მიეჩვიე. ესეც შენი ბრალია. ჩვენ გვაქვს ტვინი, რომელიც აზროვნებს, თუმცა აქაც, თუ არ გვინდა, არ იაზროვნებს. აან კიდევ, თავისით გაკეთდება :დ მართლა სჯერა ნეტა ამის ვინმეს? ანუ გუის სიღრმეში, ბოომდე თუ სჯერათ :დდ ანუ მართლა მართლა. მოკლედ, აქაც რაც აწყობთ ის სჯერათ. ))

3. ღმერთით რაღაც იქნება! - ღმერთით? 😏 ტრაკი გაანძრიე! რომ გაანძრევ, მერე The universe will assist you! 

ყველაფერს აქვს დადებითი მხარე - შეიძლება ესეც არ არის 100%-ით სიმართლე, მაგრამ დიდი პროცენტით ხომ არის. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთ რამეში არ არის კარგი მხარე, მეორეში მაინც არის. ასე რომ, როცა გინდა დაინახავ კარგსაც. თუ არ გინდა არც არაფერს დაინახავ,ისევ...

და მერე იჯდები და იწუწუნებ წარსულზე, ძველ ისტორიებს მოყვები წუწუნნარევი ტონით, იტყვი რომ არაფერი კარგი არ მომხდარა. ვიცი, რომ ბანალურია ამის თქმა - დღეს რომ ცოცხალი ხარ, დადიხარ, სუფთა ჰაერს სუნთქავ, უკვე კარგს ნიშნავს.  მაგრამ ბანალური არასწორს არ ნიშნავს. მთავარი სიტყვები არ არის, კიდევ ერთხელ. მთავარია გააზრება ამ ყველაფრის. 

ამდენი რატომ ვწერე? ყველაფერი ტაქსისტის ბრალლია. წუწუნის მეტი არაფერი გაუკეთებია, მომინდა დავხმარებოდი მაგრამ საერთოდ შევწყვიტე საუბარი. აზრი არ აქვს. არ უნდა და არ ხედავს კარგს. ვაჰ, რამდენი ნეგატივი იყო. მაგრამ მისი განეიტრალება ჩემი მისია არ აღმოჩნდა. სადღაც თავისით მიხვდება ყველა. იმ ერთ წამს, უცებ რო დაგარტამს თავში, სულ რომ არ ელოდები მაშინ და სულ რომ არ ფიქრობ ისეთ რამეზე. უცებ, ზარის ჩამოკვრასავით რომ არის, აი ასე მიხვდება 👌

მაინც, მგონია რომ მინიმუმ სიკვდილის წინ მიხვდებიან, რამდენი დრო გაფლანგეს წუწუნში. კაცო, მეც ვწუწუნებ ხოლმე, მაააააგრამ... მააააგრამ, ვმუშაობ ჩემს თავზე და რაღაცეებსაც ვცვლი ვაჰ. თან, წუწუნი რაღაც დოზით და რაღაცეების არ დანახვა სხვადასხვა რამეა.

Comments

Popular Posts