2 დღე გოგირდებში
და დაააამ. გოგირდის გეიზერი დიხაშხოში.
დიხაშხოს რომ ვამბობ სულ შაშხი ან ხაში წარმომიდგენია. ანუ ხაში თუ შაშხი? მეგრულ სიტყვას გავს არადა.
- მოკლედ, ეს დიხაშხო არის ვანში;
- დაა ამ დიხაშხოში არის ერთი ადგილი;
- ამ ადგილას არის გოგირდის 2 დიდი აუზი;
- ამ აუზში არის მე.
წყლის ტემპერატურა არის 41გრადუსამდე ამოსავალ წერტილში, პირველ აუზში სადღაც 39 გრადუსი და მეორე აუზში (რადგან გამდინარე(მეორე აუზიდან) წყალი ჩაედინება) 37 გრადუსი დაახლოებით. ეს გრადუსები მე მოვიფიქრე, მარა ძირითადი 41 არის. მართლა...
ჰოდააა მე რომ ვიყავი მაწვიმდა თავზე და მაინც ძაან გაასწორა. რაც კაია კაია, ცხელი წყალი - AW (ზაფხულის გარდა).
ბუნებამ- ჰა თქვენ ცოტა განტვირთვის საშუალებაო და ჩვენ რას ვშვებით? გარშემო ლუდის და გაზიანი ბლეობების ბოთლებს ვყრით და გვიხარია. კაი ადგილას ვიყავით, მარა დავანაგვიანეთ (ამ ნაწილს არასდროს ვამბობთ ოღონდ)..
ოღოონდ ოღოონდ რა ვერ გავიგე იცი? მე არ ვიცნობ ადამიანს ჩემს სანაცნობოში, ვინც ასე ყრის ნაგავს და საააააად არიააან მანახა ერთი, მართლა მაინტერესებს და იქნებ გავიგო, რამე მაინც იქნებ შევცვალო ეთ ლისთ, ან მაგრად გავუტრაკო. 👀😕
ისე ან ეს რანაირი სიტყვაა :დ ნუ ატრაკებ - ვიზუალურად როგორ გამოისახებოდა სწორად ? 😕
მოკლედ, გოგირდის გეიზერები ვანში, სოფელ დიხაშხოში არის ძალიან ლამაზი (თუ არ ჩავთვლით:
- ძროხის ფუნებს მიმდებარე ტერიტორიაზე;
- ძაან პატარა ტალახს, რომელიც აუზს აქვს გარშემო, რომელიც წარმოიქმნება ნაწვიმარზე, როცა წყალი გადმოდის აუზიდან მარა დიდი არაფერი ხელის შემშლელი ფაქტორი ეს არარის;
- გოგირდის სუნს (ერთი ტიპი მოვიდა და იმდენი იწუწუნა კინაღამ ვაყვინთავე). შეჩვევადი სუნია, არაფერი ისეთი;
- მაღაზიის არ არსებობა 6 კმ რადიუსში;
- წყლის არ არსებობა, მაგრამ დაახლოებით 80 მეტრში ერთი პატარა ქოხი დგას, ჭა აქვთ და სუფთა წყალი - დაგალევინებენ და ბოთლებსაც აგავსებინებენ უპრობლემოდ. ჰეჰ რა დრო მოვიდა.. გამიკვირდა მოდი მოდი აავსეთო რო გვითხრეს.....
ჩემთვის იდეაში არცერთი არ იყო დისკომფორტი, მხოლოდ გარშემო დაყრილი ნაგავი. შეიძლებოდა დასუფთავება, კი.უბრალოდ არაფერი გვქონდა თან.. შემდეგში ტომრებით ან დიდი პარკებით ვეცდები წასვლას ყველგან, სადაც წავალ.
გზაზე ბეეეევრი ბროწეულია და ძალიან გემრიელი 💗
გადასახვევთან მანძილის მანიშნებელი მოტეხილი იყო და თბილისში წამოვიღე. ნუ, სტოპზე ვიყენებდი. აბრა მაინც არის )) გადასახვევიდან 2კმ უნდა იაროთ. გზაზე კაი მოსასვენებელი ადგილიც შეგხვდებათ, ეკლებიანი ტოტები არის დაფარებული შესასვლელი, ბუნებრივი გეგონება მაგრამ ისეა მიწყობილი. ჰოდა გადაწევ თუარა ამ ეკლებიან ტოტებს, შეძლებ შესვლას და წამოწოლას ჰაერში დაკიდებულ ზამბარიან ლოგინზე 😁 ოღონდ ყველაფერი ისე უნდა დატოვო როგორც იყო, მათ შორის ის ეკლიანი ტოტებიც.
Comments
Post a Comment