10 წუთიანი ფიქრებიდან



- შენ ბევრი ჰობი გინდა გქონდეს. უნდა აირჩიო ერთი და იმას მიყვე.

ნო, ნო და ნო :დ

   შესაძლებელია გქონდეს ჰობის მრავალფეროვნება, როგორც მრავალფეროვანი ცხოვრება და მრავალფეროვანი შეგრძნებები. ეძებო მუდმივად რაღაც ახალი. თუ სიამოვნებას მხოლოდ ერთი რამის კეთებით იღებ, აკეთო ის ერთი რამე. ის, რომ ერთ რამეში გახდე პროფესიონალი, დაუთმო ყველაზე მეტი დრო და იყო გამორჩეული ჩემთვის კარიერას გავს, იმიტომ, რომ ამაში ძლიერი ხარ და რა, სხვებს ფეხზე გადაიღუნავ? ფეხები არავის მოვჭამოთ. ის რაღაც და რაღაცეები უნდა ვაკეთოთ, რაც გვინდა რომ ვაკეთოთ. თუ გვინდა, ესეიგი ჩვენი თავი გვთხოვს, და იმ მომენტში დადებითი მუხტის მისაღებად ეს არის საჭირო. დაბალანსება უკვე სულ სხვა საკითხია.  არადა ხალხი ამბობს რომ სხვისი აზრი ნაკლებ მნიშვნელოვანია, სხვისი ნაკლებად უნდა გაინტერესებდეს, სხვის დასანახად არ უნდა აკეთოთ რამე, არადა ყველაფერს სხვის დასანახავ ვაკეთებთ. მეც, ჩვენც, ყველანი სხვისთვის ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ რამდენად ხშირად ვფიქრობთ რომ ეს შევცვალოთ? თუ ვიფიქრებთ გამოგვივა, ეტაპობრივად, და აი  მაშინ ნამდვილად ავალთ საკუთარ თავთან ჰარმონიის მაღალ საფეხურებზე. 
   და ზუსტად ის, რასაც ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ვეძახით, არ არის სხვისთვის რაღაცის გაკეთება. ამას განსაკუთრებით ჩვენთვის ვაკეთებთ, არადა ბევრს სიცოცხლის ბოლომდე გონია რომ სხვისთვის აკეთებს. 

   არასდროსაა გვიან რაღაცას მიხვდეთ. მე ვცდებოდი, მეგონა არ ვიცოდი რა მინდოდა და ამდენ ჩემს ინტერესს ვაბრალებდი საკუთარ თავში გაურკვევლობას, ჩამოუყალიბლებობას. 
რეალურად ზუსტად ვიცი რა მინდა. მრავალფეროვანი ჰობები, თავგადასავლები, სასიამოვნოდ მძაფრი შეგრძნებები და მხოლოდ სასიამოვნოდ მძაფრი. ბალანსისთვის ცუდიც შეიძლება პერიოდულად. ხანდახან უარყოფითისგანაც მიმიღია უცნაურად მძაფრი შეგრძნებები. რეალურად რაღაც რიგზე რომ ვერ არის, მაგრამ თითქოს ეს მოგწონს. თითქოს სტრესიც მოგწონს ხანდახან.  ეს ახალი და სულ სხვა ეტაპია. 
   შეგრძნებები - ეს არის ჩემთვის მთავარი ნაწილი ცხოვრების და მისი არსი. არ ვიცი სად წავალთ სიკვდილის შემდეგ,  მაგრამ ჩემი ჰარმონიის წერტილი აქ არის, შეგრძნებებში, რომელიც მუდმივად არის ჩვენს თავებში და საიდანაც უამრავი ემოციის მიღება შეიძლება.  


Comments

Popular Posts