52 დღე ახალ წლამდე.






   დღეს რომ მკითხონ, ვიტყვი რომ ძალიან კარგი წელი იყო, ამ წელს ბევრი ახალი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, წინა წელთან შედარებით, რომელიც საშინლად პასიური იყო. მგონი უბრალოდ არ ვფიქრობდი რამე შემეცვალა და არც სიახლეებზე. თითქოს კმაყოფილი ვიყავი არსებული ყველაფრით. 😤
წელს ბევრი რამ შეიცვალა. 
   სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი და მარშუტკაში ვფიქრობდი. 💭 უმრავლესობა წუწუნებს რომ საშინელი წელი იყო. მე ვიტყოდი რომ ძალიან კარგი წელი იყო. 
მოკლედ, ამ წელს ბევრი კარგი რამ მოხდა. ბევრი რამე აღმოვაჩინე ჩემს თავში. ახალი ინტერესები შევიძინე. ბევრი საინტერესო და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გავიცანი, პირველად ვისროლე ნამდვილი იარაღი. პირველად ვიფრინე პარაპლანით, პირველად გადავხტი წყალში 12 მეტრის სიმაღლიდან. ვიყიდე ველოსიპედი და გავიჩინე ახალი ყველაზე საყვარელი ჰობი. )) ვიყიდე რამდენიმე დანა ჩემი კოლექციისთვის, რამდენიმე დამატებითი აქსესუარი. მივიღე ბევრი დადებითად მძაფრი, ექსტრემალური და უცნაური გამოცდილება. გავაკეთე ბლოგი და რასაც მინდა და რამდენსაც მინდა ვწერ. გავაკეთე Youtube არხი, მაგრამ ჯერ სახელიც უცნობია და შინაარსიც. მკაცრი რამდენიმე გეგმა გავიწერე, რომელსაც მივყვები და აუცილებლად შევასრულებ! დავფიქრდი ისეთ რაღაცეებზე, რაზეც არასდროს მიფიქრია. გავაუქმე Facebook, ჩემი ცხოვრებიდან ავაორთქლე ტელევიზორი და მაქსიმალურად მოვბილიზდი თვითგანვითარებაზე და საკუთარი კომფორტის წერტილის პოვნაზე. 
   არ მაინტერესებს რა ხდება პოლიტიკაში. რეალურად, არ მჭირდება რომ ვიცოდე, და თუ ვინმე მეტყვის რომ რამეს მაკლებს ამის არცოდნა, ან საერთოდ, მჭირდება რომ ვიცოდე,თან იმ არგუმენტის მოშველიებით, რომ ჩემს ქვეყანაში რა ხდება უნდა ვიცოდე :დ ძალიან გამეცინება. 
   ბევრი ცუდიც მოხდა, მაგრამ ცუდი ყოველთვის ხდება, ეს სამყაროში ბალანსისთვისაა. ამიტომ, ვფიქრობ, როცა გკითხავენ, თუ როგორი წელი გქონდა, უნდა გაიხსენო მხოლოდ დადებითი და ამის მიხედვით შეაფასო, რადგან ბევრი ამ კარგით-აც არ არის განებივრებული და საერთოდ, სხვა თემაზე რომ არ გადავიდე და მოკლედ ვთქვა, არც კი იციან რა არის კარგი.

   მოკლედ, ნოემბრის მონაცემებით, 2020 წელი ჩვეულებრივზე კარგი წელი იყო. 😏


Comments

Popular Posts