კუ ქართველია?
ყველაფერი შემთხვევითობაა, ჩვენ შემთხვევითობის ნაყოფი ვართ. რომ არა დედაჩვენების და მამაჩვენების შემთხვევით შეხვედრა, არც გავჩნდებოდით. ჩვენ დავიბადეთ დედამიწის რაღაც x წერტილში და გვასწავლეს რომ ეს ჩვენი სამშობლოა და რომ უნდა გვიყვარდეს ის. შემთხვევით შეიძლება დავბადებულიყავით ნეპალში, ან სადმე ციმბირში, ან ჩინეთში, ან ბრაზილიაში და მერე ის იქნებოდა ჩვენი სამშობლო. შემდეგ იქ ჩაგვიბეჭდავდნენ, რომ ჩვენი სამშობლოა და უნდა გვიყვარდეს ის. სკოლაში თემებს დაგვაწერინებდნენ სამშობლოს სიყვარულზე. მაგრამ ეს ჩვენი სამშობლო არ არის. ჩვენი სამშობლო ჩვენი სხეულია, მანამ, სანამ მასში ვართ. როგორც კუ თავის ბაკანში. კუ ქართველია? არა. კუ არსებაა რომელიც ცხოვრობს თავის ბაკანში. საკუთარ სახლში რომელიც წარმოდგენილია მისი სხეულით. შესაბამისად ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პირადი სამშობლო. ჩვენი ფიზიკური სხეული, ჩვენს სახლებში. რომლისგანაც წამოსული ენერგიებით ვქმნით ჩვენივე სამყაროს. ჩვენი სახლი არის ჩვენი სამშობლო.
Comments
Post a Comment