ექსპერიმენტის I ეტაპი
შეუძლია ადამიანს დაინახოს საკუთარი, ან სხვისი მომავალი?
უბრალოდ რომ თვალები დახუჭო და საკუთარი გონება გაგზავნო მომავალში, სცადო წარმოიდგინო ერთ-ერთი კადრი შენი მომავალი ცხოვრებიდან, ამოჭრილი სიუჟეტი, თუნდაც ბუნდოვანი, მაგრამ ამავდროულად მკაფიო. როგორც სარკეში ხედავ საკუთარ თავს. ხან ერთ პროფილს უყურებ და ხან მეორეს, სახეზე ისვამ ხელს და ხედავ შენს წინ ვიღაც როგორ მოძრაობს, მომავლის დანახვა ამას უნდა გავდეს, გამოსახულება სარკეში.
დაინახო რომელიმე წლის, რომელიმე თვის, რომელიმე დღის, რამდენიმე წამიანი რომელიმე მონაკვეთი. რას აკეთებ, რა გაცვია, ვის ესაუბრები, ვინ გესაუბრება, მას რა აცვია... ეს ყველაფერი შორიდან უნდა დაინახო, არ გესმის რაზე საუბრობ, ან გესაუბრებიან, ან იქნებ არც გესაუბრებიან. მაგრამ ხედავ ამ ყველაფერს როგორც სიუჟეტს.
და დაიმახსოვრო, ჩაიწერო. წლების შემდეგ კი გადახედო და თუკი ეს სცენა მომხდარა შენს ცხოვრებაში, ექსპერიმენტის პირველი ეტაპი გავლილი იქნება.
თუმცა ექსპერიმენტის პირველი ეტაპი ამ ყველაფრისთვის ექსპერიმენტის დარქმევაა.
შემდეგ წარმოსახვა,
შემდეგია შედეგის მიღება,
შედეგის გაანალიზება,
განმეორებით, ან რამდენჯერმე განმეორებით ცდა.
ბოლო ეტაპი ამ ექსპერიმენტს არ აქვს. სანამ ცდი, გრძელდება.
ამ ჩანაწერის დაწყებამდე, რამდენიმე მეგობარს ვთხოვე ეცადათ დაენახათ რაიმე მომავალში. მაგრამ მხოლოდ ერთმა შეძლო, ისიც ბუნდოვნად.
რომ ვთქვა დიდი კონცენტრირება სჭირდება, ტყუილი იქნება .უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო და სცადო გონებით მომავალში გადასვლა. შეგიძლია იფიქრო რომელიმე შენს მეგობარზე. ვისთან ერთადაც მომავალში რაიმეს დაინახავ. მაგალითისთვის, როგორ ზიხართ რომელიმე ეკლესიის ეზოში და საუბრობთ. არადა, აქამდე არასდროს ყოფილხართ ერთად ეკლესიაში. გაცვიათ ტანსაცმელი, რომელიც ჯერ არც კი გაქვთ. ყველა დეტალი უნდა ჩაიწეროთ. შეიძლება ვერაფერი დაინახოთ.ეს შეიძლება ნიშნავს იმას, რომ მომავალში აღარ შეხვდებით ერთმანეთს და ამიტომაც ვერ დაინახეთ ვერაფერი.
მართალია ადამიანები ერთმანეთის მომავალს წარმოვიდგეთ ამჟამინდელი მდგომარეობის, სურვილების, საუბრის და განვლილი ცხოვრების მიხედვით, აქაც, ფანტაზია მორგებულია აწმყოსა და წარსულზე. ჩვენ ვმსჯელობთ აწმყოს ან წარსულის მიხედვით. თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ჩვენ მაინც ის ვიქნებით, რაც გვინდა რომ ვიყოთ. მცირე ცვლილებებით. რადიკალური სახეცვლილება არ მოხდება დიდი ხნით, შესაძლოა მხოლოდ მცირე დროით (რაც შეიძლება დიდმა სტრესმა ან სიხარულმა გამოიწვიოს). მაგრამ ჩვენ მაინც ვართ ჩვენ და ვერ შევიცვლებით, არ შევიცვლებით. შეიძლება ბავშვობის რაღაც ასაკამდე ეს შესაძლებელი იყოს, თუმცა შემდეგ აღარ.
მოკლედ, ექსპერიმენტი - ON!
ჩანაწერებს აქ გავაკეთებ.
ნუ გვატყუებ რაღაცეებს
ReplyDelete