1 თვე დიმაზე
დიმა სულ ამბობს, რომ არ უნდა ცუდი ადამიანი იყოს. ამიტომ ხშირად იტყუება. იცის, რომ ზოგს ურჩევნია მწარე სიმართლის ნაცვლად ტყუილი მოისმინოს და ამით კმაყოფილდება. და დიმას ეს მოსწონს. მოსწონს როცა საკუთარ თავთან კარგია, ან ჰგონია რომ კარგია. მაგრამ ხანდახან დიმა ვერ ხვდება რომ სიმართლე ყოველთვის მწარე არ არის და პირიქით, ამიტომ მაინც ხშირად იტყუება.
დიმა ჭკვიანია, მაგრამ ესეც პირობითი ცნებაა. ბევრი რამ იცის, ხანდახან ლოგიკურ დასკვნას დებს, მაგრამ ყველა ადამიანს ერთნაირად აღიქვამს. დიმას ადამიანები კატეგორიებად ჰყავს დაყოფილი. და თვლის, რომ თუ გოგა არ შედის A კატეგორიაში, ალბათ აუცილებლად B-ში, ან C-ში შედის.
დიმას ერთი დიდი კომპლექსი აქვს და არასდროს აღიარებს რომ კომპლექსი აქვს. ბლოგერს რომ კითხოთ, ეს კომპლექსი არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვერაფერს უშვება და არც სხვას უზიარებს რომ დაეხმაროს. სულ ამბობს რომ არავის აზრი არ აინტერესებს მაგრამ ამავე დროს ყველას აზრი აინტერესებს. ოღონდ აზრიც აინტერესებს არის და აზრიც აინტერესებს. ამით იბოჭება და კომპლექსებად იქცევა.
დიმას ბალანსის დაჭერა უჭირს. შეყვარებულია და არ შეუძლია გამოტყდეს. თუმცა აქ გოგონა აბრკოლებს, რომელსაც ის არ აინტერესებს ამ კუთხით. ისე კი, ძალიან უყვარს როგორც მეგობარი, ან იქნებ უბრალოდ დიმასგან ნაბიჯის გადადგმას ელოდება, რადგან ერთხელ უკვე შეუხედია სხვა თვალით. მოკლედ, ამაზე დიმას ვინმემ რჩევა უნდა მისცეს.და მერე დიმა აღარ იქნება დაკარგული.
დიმამ არ იცის რა აკეთოს, ხან რას მიედება და ხან რას. ვერც ვერავინ ეტყვის რა აკეთოს. ბლოგერის აზრით უბრალოდ შიშები უნდა მოიშოროს და მერე სიმშვიდესაც იპოვის. სიმშვიდის პოვნის შემდეგ კი ყველაფერი ლაგდება. ბლოგერმა ეს იცის. უნდა რომ დიმამაც იცოდეს.
Comments
Post a Comment