1 წამი ურთიერთობის დრამაზე
-ერთი "სელებრითის" პოსტი შემხვდა.. წერს რომ წიგნის დაწერას აპირებდა ყოფილზე, რომელმაც გული ატკინა და უცებ გაიაზრა რომ არ იმსახურებდა ამას.
ჰოოდა ახლა რა ხდება.. ამ "სელებრითს" თავი რომ დავანებო, ჩემს გარშემო ძირითადად ასეთისურათია სულ.
ფიფლ, რატომ გვგონია რომ ჩვენ უნდა დაგვიმსახურონ? თუ მეტყვით, რომ ასე არ არის, არ დაგიჯერებთ. იმიტომ რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება დარწმუნებული ვარ გითქვამთ: არ იმსახურებს ჩემს ცრემლებს, არ მიმსახურებს, ინანებს,... ნო! ნო! ნო! ჩვენ, ჩვენც ყველა ვტკენთ გულს სხვა ადამიანებს, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. ხდება ასეთი რამ, ხშირად ან იშვიათად. ხანდახან არ გვინდა მაგრამ ასე გამოდის. ასე რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ არა ის, რომ ვიღაც არ გვიმსახურებს, არამედ ის, რომ ადამიანს ვერ მოთხოვ უყვარდე, შენი ერთგული იყოს, არ მოგატყუოს, ვერ გაგიგოს. და თუ ასე მოხდა არ უნდა გაბრაზდე, იმიტომ რომ: 1. ყველაფერს აქვს ღრმად, ღრმად თავისი მიზეზი რასაც ვერასდროს გავიგებთ სრულყოფილად, იმიტომ რომ ეს ჩვენს თავში არ ტრიალებს.. ხანდახან ჩვენი თავისიც არ გვესმის. 2. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, საკუთარ გადაწყვეტილებებს,რომელიც მივიღეთ წარსულში, რომელსაც ვიღებთ ახლა და რომელსაც მივიღებთ მომავალში. არჩევანს, რომელსაც გააზრებულად ვიღებთ, ან გაუაზრებლად, მაგრამ ჩვენი სურვილით. თუ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი საბოლოოდ უარყოფითია, ხდება ხოლმე და არაუშავს. ყოველთვის ასე არ იქნება. თვითგვემაც არარის კარგი. მოკლედ ასე )) როცა ყველაფერი სრულდება მხოლოდ ცუდზე ორიენტირდებიან და ეს ყველაზე არასწორია. კარგიც ხომ მოხდა კაცო , ვახ 😂❤️❤️❤️❤️❤️ მე რა, თქვენ იყავით კარგად :დ
Comments
Post a Comment