1წამი მცდელობებზე


რაღაც ქუოუთი ამომიგდო ინსთაგრამზე. "ის დგას იქ და იბრძვის, ცდილობს" - ეწერა. ბლოგერის მოკრძალებული აზრით, ტყუილია მცდელობა. მატყუარა სიტყვაა.  თუ ცდილობ, ესეიგი აკეთებ. წინადადებებს შორის:

1. მე ვცდილობ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის რომ...

და

2. მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ....

დიდი განსხვავებაა... როცა შენ ამბობ რომ ცდილობ,რეალურდ არ აკეთებ, ან აკეთებ, მაგრამ ბოლომდე არ გინდა გააკეთო.სადღაც გინდა, ან ხვდები რომ ეს სწორია, მაგრამ სადღაც არ გინდა გააკეთო. აი განსხვავება.

ბლოგერი ხშირად ამბობს(თავის თავთან, ძიეითადად): მე რაღაცეებს ვაკეთებ იმისთვის, რომ მივიღო ის, რაც მინდა. ბლოგერი არასდროს ამბობს რომ ცდილობს რაღაც გააკეთოს. ის პირდაპირ აკეთებს რაც საჭიროა იმას. ბლოგერის აზრით, კარგი იქნება თუ სხვებიც ასე მოიქცევიან.

Comments

Popular Posts