2.5 წამი სახელებზე
რატომ არის აუცილებელი ადამიანი სტატუსით გავაცნოთ ერთმანეთს?
გაიცანი, ბექა - ჩემი მეგობარი.
გაიცანი, ლიკა - ჩემი შეყვარებული.
ჯგუფელი, თანამშრომელი, მეზობელი, ყოფილი თანამშრომელი...
როცა შეიძლება უბრალოდ გავაცნოთ ჩვენი თავები ერთმანეთს სახელით, გვარით, ცხოვრების იმ ეტაპზე არსებული პოზიციით, თუნდაც, თუმცა პირველი ორი ჯობს(სახელმა მნიშვნელობა ცოტა მიკარგა). და არა -
ეს ბექაა, ჩემი ბრატი, ან ეს ლიკაა, ჩემი შეყვარებული.
თუ არ ვაკონკრეტებთ, ვისაც წარდგენას ვუკეთებთ, ნაწყენი რჩება.
გაცნობისას თვითონ რომ ვამბობთ, მაგალითად: მე ლიკა-ეს ნორმალურია. მაგრამ თუგვკითხავენ მაგალითად: ვინ დაგირეკა? ჩვენ ვამბობთ, ბექამ, ჩემმა მეგობარმა. ბექა საკმარისი რატომ არ არის?
თუ იცნობს, იცის ვინც არის, თუ არ იცნობს, სახელიც საკმარისია. სახელს დიდი დატვირთვა აქვს. ნუ,მე მინდა რომ ასე იყოს. მაგრამ ჯერ ვერ მივედი იქამდე რომყოველდღიურ ცხოვრებაში მივანიჭო ასეთი მნიშვნელობა. ახლა რომდავწერე, უკვეწინგადადგმული ნაბიჯია. ახლა ამას გადავიკითხავ და რომ გავიღვიძებ ვცდი როგორ გამომივა. დაე ბოლომდე დაჯდეს ტელეფონიც...
Comments
Post a Comment