ჩვენ და ქვეცნობიერი


🌑

  საკუთარი თავის აღიარების შემდეგ ის მოგწონს. რაც არ მოგწონდა, შემდეგ ისიც მოგწონს. მარტივი მიმღებლობაა. და თუ გრძნობ, რაღაც არასწორია, ტვინი თავისით მიხედავს, მთავარია აღიარება საკუთარ თავთან. აქ ფუნქციებიც ნაწილდება. ☄️

  საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვერასდროს იქნები. იმიტომ რომ ყოველთვის შეგიძლია იყო უკეთესი. ყველა ეტაპი უნდა გაიარო, მათ შორის ხანდახან თვითგვემა გამოგიჭერს, პერიოდული წადეპრესიულება, მაგრამ საჭიროა.ძირითადად ხომ ასე არ არის?! როგორც ჩემმა გამოცდილებამ და საკუთარ თავზე თუ სხვებზე დაკვირვებამ აჩვენა, საჭიროა. ამიტომ, ამაზე ფიქრში დიდი დრო არ უნდა დაკარგო, ან საერთოდ არ უნდა დაკარგო. ისედაც იმდენ უაზრობაში კარგავ დროს. ტვინს რამე თუ არ მოსწონს,თვითონ შეაცვლევინებს ქვეცნობიერი. მე მომწონს ჩემში ცუდიც და კარგიც, რადგან გააზრებული მაქვს ამ ჩემი ამჟამინდელი მე-ს არსებობის საჭიროება,მომავალი უკეთესი მე-სთვის. თუ თვლი რომ რაღაც შენში ცუდია, ქვეცნობიერიც ასე თვლის და საკმარისია მხოლოდ ერთხელ ამის აღიარება საკუთარ თავთან, დანარჩენს ქვეცნობიერი აკეთებს. მავნე ჩვევებს ქვეცნობიერი გადააჩვევს მხოლოდ.საკმარისია ერთხელ აღიარო საკუთარ თავთან. რაც არ უნდა ეცადო, თუ ქვეცნობიერმა არ გადაწყვიტა აზრი არაქვს. ჯიუტი პატარა ლეკვივით არის. აღიარების გარეშე არაფერი გამოდის.

  ქვეცნობიერი ჭკვიანია. დავალება მიცემულია და თავის საქმეს გააკეთებს.  ორივე ერთად უნდა მუშაობდეთ. მე შეთანხმებულად და იდეალურად მუშაობა ასე წარმომიდგენია. აქაც, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. 🌌



Comments

Popular Posts