ხვრინვას!
😴😴😴
რაც შეეხება ხვრინვას. თუ თქვენს გვერდით ვინმე ხვრინავს ისე, რომ ვერ იძინებთ და ყურსასმენებსაც ვერ პოულობთ, ცოტა ხელი მიარტყით მხარზე. თუმცა გააჩნია როგორ ძინავს... თუ თქვენსკენ სახით, უჯიკეთ იმ მხარზე, რომელიც ზევით აქვს. თუ ზურგით წევს, ზურგზე მიაწექით 1-2ჯერ (ჯიკ-ჯიკ). თუ პირაღმა ძინავს, ეცადეთ გადააუბრუნოთ,გვერდულად წოლისას ნაკლებად იხვრინებს. თუ მუცელზე წევს, ადექით,მარჯვენა ხელი მოხარეთ და ზევით (მარცხენა ლოყისკენ) აწიეთ, იდაყვით -ქვევით, მარცხენა ხელით დაიჭირეთ მარჯვენა ხელის მაჯა(ცოტა იდაყვისკენ), ახტით, ფეხები გვერდულად ჰაერში აიქნიეთ და ნააააა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაეცით ზურგზე მკლავიდან-იდაყვამდე ნაწილით(დაცემისას მარცხენა ხელით გაამაგრეთ). გაეღვიძება და ცოტა ხანივეღარ დაიძინებს, ამასობაში თქვენ დაიძინებთ.
ჩემი ძაღლიც ხვრინავს ხოლმე, მარა ძაღლებს არ უნდა გავუბრაზდეთ. :დ
Comments
Post a Comment