well, Give up sometimes
მართალია რამდენიმე წლის წინ ისტერიკულად ვაზიარებდი სოციალურ ქსელში ფოტოებს წარწერით- არასდროს დანებდე და ციტატებს ამასთან დაკავშირებით. ბათ მერე მივხვდი რომ ხანდახან შეგიძლია და ხანდახან უნდა დანებდე.
მაგალითად, ეს ბევრს არასწორად ესმის და როცა უაზროდ ბოლომდე ცდილობს მიიყვანოს საქმე, რომელიც შეიძლება აღარც კი მოსწონს, მაგრამ ჯიუტად, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დროს ხარჯავს არაფრის მომცემი და უკვე მისთვის ხშირშემთხვევაში უინტერესო რაღაცის კეთებაში... ხანდახან ეს უბრალოდ თვითშეფასების ამაღლების ამბავია საკუთარ ან სხვის თვალში. 1. ვიღაცის თვალში რად გვინდა თვითშეფასების ამაღლება? მეტი დაფადებისთვის? მეტი პატივისცემისთვის? ან იქნებ ვინმესთვის ავტორიტეტი გავხდეთ. ან ვიღაცას რაღაც დავიმტკიცოთ.
მეორეა როცა რაღაცას იმისთვის ვაკეთებთ, რომ რაღაც მივიღოთ და ამისთვის გვიღირს ის ყველა ეტაპი, რომლის გავლაც გვიწევს. ეს კიდე ოქეი.
Comments
Post a Comment