2წამი ფერებზე
დილაობით ღრუბელი სტანდარტული თეთრისგან განსხვავდება.
და ვინ თქვა, რომ ღრუბელი თეთრია?
ისინი ის ფერია, რაც მზეს უნდა იყოს.
როცა განათებას ვანათებთ სიბნელეში ზედაპირს და ვამბობთ რომ თეთრია, რატომ ვართ დარწმუნებული რომ თეთრია?
იმიტომ რომთეთრია? რადგან ჩვენ ერთსა და იმავე ფერებზე განსხვავებულს არ ვამბობთ, არ ნიშნავს რომ ერთნაირად ვხედავთ. ჩვენ გვასწავლეს რა რა ფერია. გვაყურებინებდნენ ერთი და იმავე საგნებზე და გვეუბნებოდნენ რა ფერია. ჩვენც დავიმახსოვრეთ სახელები. თუმცა ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს "ამ ფერებს". ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ფერს. ადამიანები რომლებიც ხედავენ ორ , ან მეტ ფერს ერთ ფერში, განსაკუთრებულები არიან. მათ კი არ ერევათ ფერები, ისინი სტრუქტურულად ხედავენ მის ცვლილებას, რომელიც იმ კონკრეტულ ფერს ახასიაატებს და რომელსაც ჩვენ ძირითადად ვერ ვხედავთ. და მე მჭირდება ამის დამადასტურებელი კვლევა რომ ვინმემ ყურადღება გაამახვილოს? არ მჭირდება კვლევები, სტატუსი და ნაშრომები რაღაცის სამტკიცებლად ან იმისთვის რომ ვინმემჩემი ეს აზრი მნიშვნელობამინიჭებით წაიკითხოს. საკმარისია ჩემი თეორია რომელიც არის თეორია.
Comments
Post a Comment