აპოკალიფსმა -მალე ვიქნები თქვენთანო.



 

  ხალხმა - უკეთესი დღეები მოდის, სულ ასე არ იქნებაო. ნუ დადარდიანდებითო... 

  ბევრი უბრალოდ ზის და ელოდება თავისით როდის მოვა უკეთესი დღეები. ისე, ხანდახან ზოგს უმართლებს და მართლა თავისით მოდის, მაგრამ ეგ თავისით მოსული ძირითადად არასტაბილურია და დიდი ხანი ვერ გრძელდება ხოლმე. 

  როცა თვითონ ცდილობ ეგ კარგი დღეები მოიყვანო შენს ცხოვრებაში,  სტაბილურია  და დიდი ხანი გრძელდება. ნუ, იმიტომ რომ შედარებით დიდი გონებრივი რესურსი სჭირდება და ხანგრძლივი პროცესია.

  როგორ უნდა მოიყვანო კარგი დღეები?ვერავინ გასწავლის. საკუთარ თავს უნდა ჰჰკითხო. ჰ- კითხავ და ისიც გიპასუხებს, ან მაშინვე(იმის მიხედვით თუ რა გჭირდება ან გინდა, პირველივე პასუხი, რაც თავში მოგივა) ან მერე. მთავარია კითხვა დაისვას. შენს თავს მოასმენინო რომ გაინტერესებს, როგორ გააკეთო რაღაც. და როცა არ ელოდები მაშინ გაგცემს შენი თავი პასუხს. საკმარისად ჭკვიანი ტვინები გვაქვს. ჰოდა პასუხი დაგეხმარება იმის მიღწევაში, რაც გინდა. მერე როგორ მოინდომებ, მაგაზეა, გზა როცა გამოჩნდება. 

🥴

Comments

Popular Posts