ამ თემაზეც არ ვიკამათებდი



მთავარია ოჯახის წევრებს დროზე ადრე გავუზიაროთ სითბო. სულ არ გვეყოლებიან გვერდით. სინანული კიდევ ყვეელაზე ცუდი შეგრძნებაა. თავის მოკვლამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი. ძალიან რთულია ყველა სიტყვა გააკონტროლო მაგრამ თუ მაგაზე ბევრს ვიფიქრებთ უფრო მეტი პროცენტით იქნება შესაძლებელი და ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს.  ბევრი მინახავს რომ ნატრობს მეტი დრო გაეტარებინა მამასთან, დედასთან, ბებიასთან, იმიტომ რომ როცა მიდიან ხშირად დიდი პროცენტით სინანული გრჩება, რომ საკმარისი დრო არ დაუთმე, შენი ნერვები ვერ გააკონტროლე, აწყენინე, ყურადღება არ მიაქციე, პრიორიტეტად სხვა დააყენე. ეს ყველაფერი მინიმუმამდე დავა, როცა ამაზე წინასწარ იფიქრებ და ეს ფიქრები ბოლოს არ შეგჭამს. გამოსავალი ამაშია და არა იმაში, ვინ იქნება მთავრობის სათავეში, რას იტყვის ხალხი შენზე და რამდენად მოაწონებ სხვებს თავს.

ერთადერთი, ვისაც უნდა მოეწონო შენი თავია.

ერთადერთი ვისაც უმეტესი დრო უნდა დაუთმო შენი ოჯახია.

ერთადერთი, ვინც სათავეში უნდა იყოს შენი თავია, საკუთარი განვითარების სათავეში. 




Comments

Popular Posts