ძველი სამსახური ძველი შეყვარებულივითაა.
როცა რაიმე დაწესებულებაში ან ვინმესთან მოღვაწეობას ასრულებ, იქ აღარ უნდა დაბრუნდე. ეს იგივეა, ველოსიპედის ნაკვალევის გასწორება დაიწყო გზადაგზა. თითქოს აქ არაფერს გაუვლიაო.. წინაც კი ვერ წახვალ. ნაკვალევი იქნება და თავიდან არ უნდა ამოვშალოთ, ამის საფუძველზე ხომ უნდა ვისწავლოთ ყოველ მომდევნო დღეს, როგორ ვიაროთ უკეთ წინა დღესთან შედარებით.წინა ურთიერთობა გვზრდის, ისევე როგორც სამსახური. დიდადაც რომ არ იყოს ასე, მცირედით ხომ მაინც არის... ორივე შემთხვევაში ვსწავლობთ რაღაც ახალს, ვაფიქსირებთ ჩვენს თავში შეცდომებს, ძირითადად მათ გამოსწორებასაც ვცდილობთ. ძველის მიღება მაქსიმუმ შოკოლადზე - ბავშვობის შოკოლადებზე, ტკბილეულზე და ა.შ. იეფ. არ უნდა ჩავებღაუჭოთ თუ რაღაც არ გამოდის იმის შიშით რომ ახალს ან უკეთესს ვერ ვიპოვით. ყოფილი სამსახური ყოფილი შეყვარებულივითაა.
Comments
Post a Comment