Chill, chill
they can't teach you how to feel.
ერთმა თქვა, ჩვენ ჩაგვიბეჭდეს რომ რაღაც კარგია, რაღაც ცუდია, ეს არ უნდა გვეწყინოს, უნდა გვეწყინოს. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი შეგრძნება ჩაბეჭდილია, ამიტომ ემოცია რაც ამ ყველაფერს ახლავს არ არის მნიშვნელოვანი.
როგორ შეიძლება ეს ვინმემ ისე ღრმად ჩაგიბეჭდოს, რომ ამით იცხოვრო? შეუძლებელია შეგრძნება, ემოცია ჩაგინერგოს ვინმემ. გულის სიღრმეში ეს ყველამ ვიცით. გემოს შეგრძნების ჩანერგვა შეუძლიათ? არ შეუძლიათ. როცა პირველად გასინჯავ რაღაც ხილს, შენი გემოს რეცეპტორები აღიქვამენ ამ გემოს და შემდეგ შენ თვითონ წყვეტ ეს მოგწონს თუ არა, გინდა განაგრძო მისი ჭამა თუ არა.
ასეა სხვა შეგრძნებებიც. ჩვენ ყველამ ვიცით, რაც არ უნდა ბევრი გესაუბრონ და გვინერგონ რომ რაღაც არის კარგი ან ცუდი . ჩვენ მაინც ჩვენით ვწყვეტთ ეს კარგია თუ ცუდი, იმ ემოციის მიხედვით, რაც ჩვენშია, რომელიც არავის ჩაუბეჭდია ჩვენთვის. სურვილები საიდან მოდის? ამის უარყოფა ადამიანს საბოლოოდ კარგავს. ემოციების ჩახშობა საბოლოოდ დაარობოტებს და ალბათ ასე ცხოვრება უფრო მარტივია. არავინ გაწყენინებს, არაფრის შეგეშინდება, იმედი არ გაგიცრუვდება. აქ ვიღაცას ძალიან ატკინეს და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ასეა. გამოსავალი დროშია უბრალოდ. Chill. Move on.
Comments
Post a Comment