1, 2, 3 წამი ცაზე და ადამიანებზე



ცაზე ვარსკვლავები დიდ ქალაქებში რომ არ ჩანს, ერთმა თქვა განათების ბრალიაო, მეორემ გამონაბოლქვისო. ჩემი აზრით ორივესი გარკვეულწილად და კიდევ იმის რომ ცა დიდი ქალაქების თავზე ცუდი აურით არის გადაბინდული. ძალიან ბევრი ცუდი აურა ადის ზევით. რაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს იმ ქალაქში, მით უფრო ნაკლები ვარსკვლავი ჩანს ცაზე. დიდ ქალაქებში ბევრი სტრესია, ბევრი ნეგატივია, ხმაურია, ბევრი გაღიზიანება, ღვარძლი, წყენა, შური.  მცენარეებს, ცხოველებს და ფრინველებს არ შეუძლიათ ცუდი აურის გადაცემა, ცუდი აურა ადამიანის ავი ან სევდიანი ფიქრების შედეგია. 

და რატომ არის, როცა ამბობენ, ძირითადად დღესასწაულებზე, - დღეს ყველაფერი მართლაც რა ლამაზია! 

ცაც ლამაზია, იმიტომ რომ საერთო დადებითი განწყობა ამაღლებულია... 

ცაზე დაკვირვება კარგია.. ასე შეგიძლია გაიგო რამდენად ბევრი ადამიანია ბედნიერი შენს გარშემო. 

ხანდახან  ჩნდება თბილისის თავზე ბევრი ვარსკვლავი, ის ღამე ჩანს რომ ბევრისთვის ძალიან კარგია... 

დღეს, 15 მაისს, ცოტა ბედნიერი ადამიანი გვყავს..


Comments

Popular Posts