3 დღე ნათიაზე
ამ ისტორიას უკუღმა დავიწყებ.. :დ
გადავწყვიტეთ რომ ისევ გვენახა ერთმანეთი.
კარგი დრო ვატარეთ, ველოსიპედებით სეირნობა ვერ მოვასწარით, ატრაქციონზე გავერთეთ, ნაყინები ვჭამეთ, სანაპიროზე ვიჯექით, მზის ჩასვლას ისევ ვუყურეთ რომელსაც ღრუბლები ეფარებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო. მანამდე ორივეს დამღლელი დღე გვქონდა. მე თბილისში ვბრუნდებოდი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
დაშლამდე ბევრი ვისაუბრეთ,საინტერესო მოსაუბრეა. სანაპიროზე ვისხედით და მზის ჩასვლას ვუყურებდით, უცნაურად დიდი ჩანდა მზე და კაშკაშა, ოდნავ ბრაითნესდაწეული :დ ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მომდევნო დღეს ისევ შეხვედრის პერსპექტივით.
სანაპიროზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით.. აღმოჩნდა რომ არ მიცნობს, მეკი ვუმტკიცებ რომ ვიცნობ. სახელი იგივეა, ვიზუალურად გავს ნათიას, ესეც ნათიაა, მაგრამ ის ნათია არ არის. უცნაურ ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი.
Comments
Post a Comment