ცოოტა ისევ ჩემს გეგმებზე
დიდი ხანია ერთი იდეა მაქვს თავში, რომლის სისრულეში მოყვანაც მინდა. ხელს მიშლიდა თუ არა რამე აქამდე? -კი. რაღაც საკითხებში ცოდნის ნაკლებობა. დღეს გადავწყვიტე, იქ სადაც ცოდნა მაკლია, და სათანადო ინფორმაციაც არ მოიპოვება, ვიპოვო ადამიანი, ვისაც ეს ცოდნა აქვს. ვიპოვე ასეთი ადამიანი დღეს და ამ კვირას მის ნახვას ვაპირებ.
ციფრულ სივრცეში თავმოყრილი ინფორმაცია ჩემთვის სამ ნაცნობ ენაზე არ იყო სანდო და მყარი. არც საკმარისი ინფორმაცია იყო გამოსაყენებლად, მოკლედ ისევ ხანდაზმულ, გამოცდილ ადამიანს მივაგენი ამ სფეროში და იმედი მაქვს მის ჯილდოების, მიღწევების, სტატიების და დამსახურებების მიღმაც, აქვს რეალური ცოდნა და გაამართლებს ჩემს მის მიმართ მოლოდინებს და დამეხმარება.
Comments
Post a Comment