15 წუთი ალექსანდრესთან ერთად
-აუზი კარგია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.
-აუზის დიდად მოყვარული არ ვარ, მიუხედავად იმისა რომ ცურვა კარგად ვიცი.
-აბა სად ცურავთ ხოლმე?
-მდინარეში, ტბებში.
-წვიმის წვეთები რომ ეცემა წყალს ლამაზი სანახავია. წყალზე ზურგზე წოლის დროსაც, როცა სახეზე გრძნობ წვიმის წვეთებს. სააოცრება. თანაბრად არის სითბოც და სიგრილეც. ამას ვეძახი მე არაშუალედურ და ცვლად ტემპერატურას.
-კარგია ასე რომ მოგწონთ წყალი.
-მომიყევით რამე თქვენს შესახებ.
-რა მოგიყვეთ?
-რაიმე საინტერესო..უცნაური თქვენი ცხოვრებიდან.
-უცნაური რა გითხრათ, მაგრამ ძალიან კარგი წინათგრძნობის უნარი მაქვს. ადამიანს რომ შევხედავ, წინასწარ შემიძლია მასზე ვთქვა როგორი წაუვა საქმე.ან როგორი პიროვნებაა.
-ანუ? რა მოხდება მის მომავალში?
- დაახლოებით. ადრე მომწონდა, მაგრამ მერე ისეთი რაღაცეები მოხდა, შემეშინდა. გავარკვიე ჩემნაირ ხალხზე და ცოტა ღრმად შევედი ამ საკითხების გარკვევის დროს.ძალიან შემეშინდა და შევწყვიტე ამაზე ფიქრიც.
-ჩემზე რას მეტყვით?
სარკიდან შემომხედა, გამიღიმა.
-კარგი ადამიანი ხართ.
-რამე უფრო საინტერესო რომ მითხრათ..
-აღარ მინდა ამაზე საუბარი. და თავი გააქნია.
ცოტა დამძაბა.
-კარგი, დროებით. და რა გქვიათ?
-ალექსანდრე.
Comments
Post a Comment