16 წლის წინანდელი სიზმარი

სოფელში ვარ, გურიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე. დიდი დაღმართია, ეგრევე აღმართი იწყება და სამკუთხედის ფორმა იქმნება. რეალურადაც ეგრეა და ცოტა უცნაურია. საღამო იყო ან თენდებოდა. ბოლომდე გათენებული ან ბოლომდე არ დაღამებული. მარცხენა მხარეს სახლი დგას, ამ სახლიდან ვიღაცეები გამორბოდნენ, ნიღბებით დაშავებში ჩაცმულები. სამნი იყვნენ. იმ სიზმარში უკვე დიდი ვიყავი. ისე 12 წლის ბავშვივარ, მაგრამ სიზმარში ბევრად დიდი ვიყავი.ერთ ადგილზე ვიდექი და არ ვმოძრაობდი. გაკიდება მინდოდა, ვიგრძენი რომ რაღაც ცუდი ჩაიდინეს, ერთ-ერთმა დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა სირბილით, გამასწრო, ცოტა გაკვირვებულმა გავხედე, თითქოს ვერდამინახა, არადა გვერდით ჩამირბინა. ტანის შემოტრიალება გამიჭირდა, ძალიან ნელა მოვტრიალდი და მივხვდი რომ სიზმარში ვარ. სიზმარშივე თვალები დავხუჭე რაც შემეძლო მაგრად და ყველაფერი უცებ უკან წამოვიდა, უკან ამოირბინა იმ ერთმა ნიღბიანმა, იდეალური რევერსი ვერიყო, კადრები რომ ხტება ერთმანეთზე რეკლამაში, რაღაც ასეთი იყო. ირეოდა ერთმანეთში, ცოტა ბლარში იყო. ისევ დავხუჭე თვალები და რომ გავახილე ისევ მარტო ვიდექი, ცოტახანში ნიღბიანები გამოვარდნენ სახლიდან, რაღაც დავუძახე, მინდოდა დავენახე, ჩემი გაეგოთ, გავკიდებოდი და ზუსტად არ მახსოვს რას ვაპირებდი მაგრამ სიბრაზის გრძნობით ვივსებოდი, ვგრძნობდი რომ ვიღაცას რაღაც უნდა ექნა მათთვის. ერთ-ერთმა დამინახა და ისევ გამოიქცა ჩემსკენ, ისევ ვერ შემამჩნია დაგამასწრო. ისევ ისე რთულად შევიტრიალე ტანი და კიდევ რაღაც დავუძახე. გაჩერდა, მოტრიალდა, დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. ადგილიდან განძრევას ისევ ვერვახერხებდი. მომიახლოვდა, სახეს ვერ ვხედავდი, თვალებიც არ უჩანდა, ბნელოდა, დაყვირება მინდოდა და ვერ ვყვიროდი, უცებ რაღაც ცივი ვიგრძენი მუცელში, დანით დამჭრა, დაჭრის მომენტი გაიწელა რამდენიმე წამი თითქოს ძალიან ნელა შედიოდა მუცელში და ვგრძნობდი ეს სიცივე როგორ ღრმად შემოდიოდა ჩემში. თითქოს სამყაროში დრო შენელდა და ის აგრძელებდა დანის უფრო ღრმად ჩემში შემოტანას. ძალიან ნელა. რამდენიმე წამი ძლიერი ტკივილის შეგრძნება მქონდა, მერე უცებ დავიხედე ჭრილობაზე და ჩემი ტანი მედიდა, იმაზე დიდი ვიყავი ვიდრე რეალურად, ისევ მივხვდი რომ სიზმარში ვარ და ტკივილის შეგრძნება გამიქრა, სიცივეს ისევ ვგრძნობდი. თითქოს ყინული შემოდიოდა კანში და ყველა ორგანოს ფლეთდა გზად. რევერსის გაკეთება ვცადე, არ გამოვიდა. თვალები დავხუჭე, არ გამოვიდა, უკან დავიხიე და გაქცევა შევძელი, ძალიან ნელა მივრბოდი , ძალიან ნელა.. და ამჟერად ისიც ვერ მორბოდა ჩემზე სწრაფად. ისევ დამეწია და კიდევ ერთხელ დამარტყა დანა, ამჯერად ზურგში, დავეცი და მივხვდი რომ აღარაფერი არ მტკიოდა, სიცივის შეგრძნებაც გაქრა, უბრალოდ ვგრძნობდი რომ ზურგზე დანა მქონდა. გადმოვტრიალდი რომ შემეხედა კიდევ ერთხელ და დავინახე როგორ ეცემოდა ჩემზე, თვალები დავხუჭე და რომ გავახილე, ისევ ქუჩაზე აღმოვჩნდი, ისევ მარტო. ცოტახანში ეზოდან 3 ნიღბიანი გამოვარდა, უკვე თავიდანვე ვიცი რომ სიზმარში ვარ. არ მახსოვს რამდენჯერ გავამეორე მაგრამ ძალიან ბევრჯერ მოხდა ეს ყველაფერი, ყოველ ჯერზე ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა, უფრო მარტივად გადამეადგილებინა ჩემი თავი, მეყვირა, მიუხედავად იმისა რომ ვუვყვიროდი რომ თავიდანვე ჩემსკენ გამოეხედათ, მაგრამ ხმას ვერ გამოვცემდი. ხმის იოგები დავიზიანე ყვირილით თანაც რომ ხმას ვერ გამოვცემდი. ყელი მტკიოდა. ყოველ ჯერზე თვალების დახუჭვით იგივე პოზიციაზე ვაყენებდი ჩემს თავს. არ ვიცი მერამდენე ცდაზე მაგრამ მე თვითონ გავიქეცი მათკენ, უკვე უფრო სწრაფად დავრბოდი, უბრალოდ მომენტებში რამდენიმე მეტრით უკან ვჩნდებოდი ისევ და თავიდან მიწევდა იმ მონაკვეთის გავლა. მაგრამ გათვლა დავიწყე დაახლოებით რამდენი მეტრით მაგდებდა უკან რომ დიატანცია მქონოდა იერიშის მისატანად და ვერ დაესწროთ. მახსოვს იმ უსახო შავებიანს როგორ წავართვი დანა და დავჭერი, ვცდილობდი არ მომკვდარიყო. დანარჩენი ორი გაიქცა. ეს ვინც ამდენჯერ მომკლა თუ დამჭრა მიწაზე ეგდო და ახლა უკვე სახე უჩანდა. შემეცოდა მაგრამ ბრაზს ვერ ვთოკავდი. ეზოს ვუყურებდი და შესვლის მეშინოდა. ვიცოდი რომ რაღაც საშინელება ჩაიდინეს. ბოროტი აურა მოდიოდა, შემზარავი და ძალიან შემეშინდა. იშვიათად მიგრძვნია ასეთი შიში. კანკალმა ამიტანა და გამეღვიძა.

Comments

Popular Posts