1 დღე სიყვარულზე
სიყვარული მცენარესავით არის. მოვლა უნდა, გაზრდა უნდა, თუ გვინდა რომ გაიხაროს. ერთმა თქვა, სიყვარული არ არსებობს, ჩვენ ვქმნითო, გაფრთხილებით, მოწიწებით, მოთმინებით, სიმშვიდით, მზრუნველობით. კრუხის მაგალითი მოიყვანა რომელიც კვერცხებზე ზის... როგორ მოთმინებით ზის და უფრთხილდება, ელოდება დაიბადნონ მისი პატარები. ეს ინსტიქტია, სიყვარულიც ინსტიქტია, რომელიც ყველა ჩვენგანშია და არ არის დამალული. კი, ღიაა, და ყველა ჩვენგანშია. ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეგიძლია შექმნა, თუ გინდა რომ შექმნა.მაგრამ ჩვენ გარყვნილი საზოგადოების ნაწილი ვართ, ამ მასაში ვართ, ჩვენთვის ხორციელი სიამოვნებები მეტად მნიშვნელოვანია. სულისაზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენთვის ეს სისუსტეა. ზევსის სამეფო ცაში რომ არსებობდეს ალბათ ყველას იქ მოუნდებოდა ასვლა მაგრამ რამდენი იქნებოდა მზად იმისთვის, რაც იქ დახვდებოდა?! ჩვენ დღეს ბრაზი გვამოძრავებს, შური, ბოღმა და ბოროტება. ყველა ადამიანში ასეა, ვიღაცაში 1% , რომელიც მხოლოდ მაშინ ვლინდება როცა რამეს დაუშავებენ და შურისძიების წყურვილით ივსება, ვიღაცაში 33%, ვიღაცაში 40%, ვიღაცაში 72%, ვიღაცაში 100%. მოსარევი პროცენტებია ნეგატივზე. ნეგატივს თუ მოვერევით , თუ დავინახავთ აურას ისე, როგორც ხორციელს ვხედავთ, როგორც წარმოსახვაში მოგონებებს ვხედავთ, სული ბევრად მშვიდად იქნება.
Comments
Post a Comment