ლეგენდა პაპანწყვილის ტბაზე

მას შემდეგ რაც ქუთაისში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით გავიარე, გზა ზუგდიდის მიმართულებით გავაგრძელე.. ერთი ტბა მეგულებოდა გზად, პაპანწყვილი. აქაურები პაპანწყვილს ეძახიან , რაც ჩაძირულ მღვდელს ნიშნავს და ამ ტბას თავისი ძალიან უცნაური იატორია აქვს.. მიმდებარედ კოტეჯების და სახლების გაქირავების ამბავს ვარკვევდი როცა ერთმა გოგონამ მომწერა, რომ უფასოდ გამიმასპინძლდებოდნენ და აქაურობას დამათვალიერებინებდნენ. მეც დავთანხმდი და ვესტუმრე ამ შესანიშნავ ოჯახს. მათგან გავიგე ამ ლეგენდის შესახებ.. პაპანწყვილი - ასე ქვია ტბას. რომელიც ჩაძირულ მღვდელს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ამ მიდამოში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, რომელსაც ჰყავდა ცოლი და 7 ძაღლი. მღვდელი ძალიან გარიყულად ცხოვრობდა და მეზობლებს არ ეკონტაქტებოდა. არასდროს სტუმარს არ იღებდა და არც არავის სტუმრობდა. ერთ დღესაც, ზვავი ჩამოწვა და მღვდლის სახლის სახურავი ჩაანგრია. მღვდელმა მეზობლებს დახმარება სთხოვა, მეზობლები დაეხმარნენ და სახურავი შეაკეთებინეს. მღვდელი არასდროს არავის უმასპინძლდებოდა, თუმცა იმ დღეს სუფრაზე შემოიტანა მისივე შემწვარი ხორცი და სტუმრებს ძალიან გულუხვად გაუმასპინძლდა. ერთ-ერთმა მეზობელმა რაღაც იეჭვა. იცოდა მღვდლის ხასიათი და ისიც რომ არასდროს არავის გამასპინძლებია. სახლი ჩუმად შეათვალიერა და სარდაფში დაკლული ძაღლის კვალს წააწყდა. მაშინვე მიხვდა ყველაფერს. მღვდელს ერთი ძაღლი ავად ჰყავდა და ის ძაღლი დაუკლავს სტუმრებს რომ გამასპინძლებოდა.. სტუმარმა მეზობლებს ამის შესახებ უამბო, თუმცა მღვდლისთვის არაფერი უთქვამთ, მისი განსჯა ღმერთს მიანდეს. მეორე დღეს ისევ ჩამოწვა ზვავი და ამჯერად მთლიანი მღვდლის სახლი ჩაიტანა მიწაში.. ნასახლარზე კი დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტბა, რომელსაც დაერქვა პაპანწყვილი-ჩაძირული მღვდელი. ამბობდნენ რომ ტბას ძირი არ აქვს, ბოლოს მყვინთავები დაახლოებით 28 მეტრამდე ჩავიდნენ მაგრამ წყალი იმდენად ცივი იყო უფრო ღრმად ვეღარ შეძლეს ჩასვლა. თანაც წყალი შუაგულიდან ამოდის შესაბამისად ყველაზე დაბალი ტემპერატურა იქ არის.. მისტიკური არაფერი ტბაში მაგრამ იმაზე ბევრად ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ნაპირზეც კი.. სუფთა ტბაა, ლამაზი ფერი აქვს და ნახტომებიც მოსულა.
ქვიდან ან ხეზე ჩამოკიდებული თოკით. თოკი მოხსნეს ოღონდ.. ვიღაც ბავშვი ცუდად აილეწაო და.. )) შემდეგ ჩამოსვლაზე ჩემი თოკით ჩამოვალ ... 🤗
ქეთი ტურავა იყო ეს შესანიშნავი გოგონა, ვინც მიმასპინძლა და ასევე ეს ფოტოები გადაიღო 🥰🥰

Comments

Popular Posts