1წამი სიზმრებზე


სიზმარი მკაფიოდ და გარკვევით გესიზმრება
როცა გამოძინებული ხარ და შეიბრუნებ ძილსო. ჰოდა ბოლო დროს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ მესიზმრება.გამოძინებულზეც და გამოუძინებელზეც. იმდენად, რომ რეალობაში მერევა. ვეღარ ვხვდები რეალურად მართლა მოხდა თუ მესიზმრება. ამიტომ მერე იმ ხალხს, ვისთან ერთადაც ასეთ სიზმარში ვიყავი,პირდაპირ ან ტექნიკურად ვუსვამ ისეთ შეკითხვებს, საიდანაც მივხვდები რეალურად მოხდა თუ არა. 
გუშინ პირველად არ გამიკვირდა ასეთი სიზმარი. გავიღვიძე და გააზრება დავიწყე. არარეალური იყო? მაგრამ ხომ იგრძენი...
მარტივი, ბევრი არაფერი მაგრამ რეალურის არარეალურში არევა არ მინდა. როცა ყვავილს შეგიძლია შეეხო სიზმარში და იმდენად რეალურად ეხები და ხედავ რომ ნამდვილად იჯერებ, ნაწვიმარია და მასზე პატარ პატარა წვეთებსაც გარკვევით ხედავ, ზედმეტად მკაფიოდ. მაგრამ მერე ხვდები რომ შენს საწოლში გძინავს, გუშინ აქ დაიძინე, ღამე ვერსად წახვიდოდი, კესანე შენი საწოლის ქვეშ არ იზრდება და boo! 💡 

Comments

Popular Posts