Solo Camping


დამღლელი სამუშაო კვირის და უდამღლელესი პარასკევის მერე, სადაც იმერეთის რეგიონში ტრენინგების ჩატარება დავასრულე, საბოლოო წერტილიდან, საირმიდან, ბორჯომისკენ მქონდა გეზი.

თანამშრომლებმა წამომიყვანეს და მარშრუტიც აირჩიეს, ზეკარის უღელტეხილი უნდა გაგვევლო. პირველად გავიარე და ვერ შევძელი გამეხსენებინა ბოლოს ასეთი ლამაზი ხედები სად ვნახე. 


ალპურ ზონაში ავედით, კლდეები, ველები, დიდი ქვები, ალაგ-ალაგ ძალიან ლამაზი იისფერი ყვავილები და რამდენიმე მწყემსის ქოხი იყო. 



ცოტა ხანში ცამაც ფერი შეიცვალა და კიდევ უფრო ლამაზი სანახაობა იყო.


მაგრამ იმაზე ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე ფოტოებზე ჩანს. აუცილებლად ადგილზე სანახავი რამეა. სიამოვმებით დავრჩებოდი იქ დიდი ხნით, მაგრამ ალბათ სადღაც სურვილის დონეზე დარჩება, საკვების მოპოვება, ღამის სიცივეებისთვის მუდმივად ბევრი თბილი და სქელი საბანი, წყალიც ნაკლებადაა, რამდენიმე კილომეტრში მთიდან მოედინებოდა, ალბათ იქნებოდა კიდევ სხვაგანაც. მაგრამ მაინც, იმ ღამეს იქ დავიძინებდი, ნამდვილად, შეიძლება მეორე დღეც გადამევა და მესამეც.. 

იქ მცხოვრები მწყემსებისთვის რომ გვეკითხა, დავრჩენილიყავით აბა იქ მთელი ზაფხული ))



გზაში ასეთი საინტერესო რამე შეგვხვდა.. ჰო კიდევ, მთელს ტერიტორიაზე ალაგ-ალაგ სეტყვის გროვები გვხვდებოდა. თავიდან თოვლი მეგონა, მერე მივხვდი რომ ამდენი ხანი ვერ შენარჩუნდებოდა და კარგად რომ დავაკვირდი, დიდი მრგვალი თეთრი ბურთულებით სავსე იყო რამდენიმე ადგილი..

მოკლედ,ჩავიარეთ უღელტეხილი, გზაში ჩემმა ქუთაისელმა თანამშრომელმა ფესტივალი ჰაერზეს შესახებ მითხრა, რომელიც 23-24რიცხვში იმართებოდა ამ ულამაზეს ადგილას. პირველი სამი წამი განსაკუთრებულად გამიხარდა, იმიტომ რომ 23ში დაბადების დღე მაქვს მაგრამ მეოთხე წამიდან მივხვდი რომ ჯობდა ეგ ნაწილი გამეთიშა. დაბადების დღე არ მიყვარს, იმიტომ რომ ან ცუცდად იწყება ან ცუდად მთავრდება ყოველთვის. და როცა მიხარია მერე ცუდი ხდება ხოლმე. ასე რომ ჩავთვალე უბრალოდ 23 რიცხვში არის კარგი ღონისძიება და ვესწრები!


ჩავედით ბორჯომში. ღამის 11საათი იყო და საკარვე ადგილის ძებნა ტყეში აღარ დავიწყე, თან რომ მეთქვა მარტო ვრჩები მეთქი მინიმუმ ნახევარი საათი უნდა მეხსნა რატომ არ იყო საშიში და მემშვიდებინა ისინი, თან ძალიან დაღლილი ვიყავი, ბინა ვიქირავე, თანამშრომლებს დავემშვიდობე და კარგად გამოვიძინე, მეორე დღეს ენერგია მჭირდებოდა.


დილით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ვიზიტორთა ცენტრს მივადექი, მანამდე ბორჯომელ-ბათუმელი ქალისგან რომელიც პორტში მუშაობს, ოდესის მიმართულებით გემის ბილეთებზე დავწაპნე ინფორმაცია :დ ვიზიტორთა ცენტრში ფორმალობებს რომმოვრჩი პირდაპირ ტყეში ავედი.. ცოტა ვიარე, წყალი არსად არ ჩანდა, მივედი საკემპინგე ადგილამდე, არავინ არ იყო, ვიცოდი რომ წვიმას აპირებდა, ძალიან ხშირი ტყე არ იყო, ამიტომ დაბრუნება გადავწყვიტე. ცოტა ხანი მინდორზე წამოვწექი, მერ ცეცხლი ავანთე და ანაკომის სუპი გავაკეთე, დამდნარი შოკოლადი ვჭამე "ენერგიისთვის", მერე კიდევ წამოვწექი, დავისვენე და დავეშვი უკან.. 


უკანა გზაზე ტახი გამეჩითა.. წამის მეასედში თავში ყველა ის დოკუმენტური თუ სათავგადასავლო, ან სხვა ჟანრის ფილმი თუ ისტორია ამომიტივტივდა სადაც ტახის თავდასხმაა აღწერილი. ყველაზე დიდი დანა ამოვიღე და თავდაცვ/დასხმისთვის მოვემზადე. გავიაზრე როგორ შეიძლებოდა მომეგერიებინა ან დამეგდო , იმ შემთხვევისთვის თუ ჩემსკენ გამოიქცეოდა, როგორც ვიცოდი, შეიძლება დამტაკებოდა და შეიძლება მერე ვეჭამე კიდეც, ამიტომ ცოტა ქუთაისური პოზა: მყარად ჩაცუცქვა და ცოტა წინ გადახა, თავისივე ლეველზე რომ შევბრძოლებოდი რომ რამე, და ტექნიკის დალაგება დავიწყე, რომ გამოიქცეოდა რა მანძილზე მოახლოებულზე შემეძლო იერიშს მიტანა. 

ეს ყველაფერი ძაან მალე დალაგდა მარა რამდენადაც ჩემი ფანტაზია იზრდებოდა, ტახიც უფრო შორს იყო ჩემგან, ისეთი სისწრაფით ავარდა მთაზე, მერე იმაზე ვფიქრობდი რაზგონს ხო არ იღებს თქო..მაგრამ არა, წავიდა და წავიდა..

მოკლედ, ჩამოვედი ტყე-პარკიდან.. დავაწექი გოგირდის აუზებისკენ, გზაში გაწვიმდა, მაგრამ თან მზე იყო და ძაალიან ლამაზად წვიმდა. როგორც იქნა ავედი, ჩავედი, გრილი წყალი იყო, თბილიც კი არა.. მერე მითხრეს, ზამთარში უშვებენ ცხელსო.. რავიცი.. წამოვედი, მთაზე ავედი, ვიბოდიალე, ხეები ვათვალიერე, ხეების სუნს ვიმახსოვრებდი.. ერთის განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.. 

Comments

Popular Posts