1წამი ძაღლზე, როგორც ადამიანზე
ძაღლის დაკარგვა საყვარელი ადამიანის დაკარგვასავითაა, საყვარელი არსებაა, ანუ ჩვენ საყვარელი არსებები გვყავს, ვინც გვიყვარს ის ჩვენი საყვარელი არსებაა.. დედა,მამა,ძმა, ბებია.. ყველა საყვარელი არსებაა. უბრალოდ სხვადასხვა სახელს ვეძახით.
არსების დაკარგვა ცუდია.. იმდენად რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ გინდა. მაგრამ დამახსოვრება გინდა, იმიტომ რომ დრო გადის და გავიწყდება... სულ არ გავიწყდება მაგრამ სულ აღარ ფიქრობ.. სულ უფრო და უფრო იშვიათად გახსენდება.. როცა გახსენდება იგივეს გრძნობ.. მაგრამ სულ უფრო და უფრო იშვიათად გახსენდება...
ამბობენ რომ ძაღლს სული არ აქვს და შესაბამისად სიკვდილის მერე არაფერია მათთვის.. მაგრამ ვინ იცის ეგ, დანამდვილებით? არც არავინ.
მე მჯერა რომ სიკვდილის მერე რაღაც სხვა ეტაპი იწყება, ადამიანებისთვის საინტერესო, სიახლე, ახალი ცხოვრება.. ძაღლებისთვის როგორ შემიძლია ვთქვა, არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, რამდენად რთულად გადაიტანენ ამ ცვლილებას, სად მიდიან, როგორ არიან.. ადამიანი უფრო უხეშია, ამტანია, გამტანია, ბოლოს და ბოლოს "ადამიანია" მაგრამ ძაღლი ბევრად სათუთი არსებაა,რომელიც მიუხედავად ამისა გიცავს და შენზე მამაცია.. მაგრამ რეალურად სჭირდება მეტად დაცვა, მაგრამ როგორ გინდა რომ დაიცვა, როგორ გინდა გადაარჩინო როცა ეს შენს ძალებს აღემატება... გიყურებს თვალებში იმედიანად და შენი იმედი აქვს , შენ კი ექიმების იმედი გაქვს, ექიმების იმედი რომ აღარ გაქვს, მერე სასწაულის იმედი გაქვს, იმას კი შენი იმედი აქვს, ისევ შენი, მარტო შენი... სახლში უკვე ადგილს რომ პოულობს სადაც მიდმივად წევს, ოჯახის წევრის გარდა ყველა სხვა ნაცნობსაც, უცხოდ აღიქვამს, ეშინია, შეშინებული თვალებით უყუღებს და ყეფს გაუჩერებლად ამ შეშინებული თვალებით, და თვალებში ამჩნევ რომ ვერავის ცნობს და შიშისგან ყეფს, ეშინია ვინ არიან, რა უნდათ. თითქოს ვერაფერს ხედავს...სათამაშოებს აღარ ეკარება, გადასხმებზე რომ მიგყავს,მიგყვება მორჩილად, იმიტომ რომ შენი იმედი აქვს. მანდე თუ მანქანაში არ ჯდებოდა არასდროს იმიტომ რომმგზავრობა არ უყვარს, ახლა პირველი თავის ადგილას თვითონ შედის და გიყურებს, წავიდეთ, იქნებ რამე მიშველო... და როცა ათასი არაფრისმომცემი გადასხმის მერე სახლში უსულოდ გდია, სუნთქვა უჭირს, ხმამაღლა ქოშინებს, გგონია იხრჩობა და ვერაფერს აკეთებ, უყურებ ტანჯვას და უძლური ხარ, ბოლოს ყველაფერი სისხლიანია და ისევ ისეთი სუნთქვა, და დაპირება რომელსაც ვერასდროს აასრულებ... როგორ გინდა რომ მშვიდად წავიდეს, არაფერი ტკიოდეს, ბუნებაში გახვიდეთ და იქ დაიძინოთ ერთად, მშვიდად, და მშვიდად ჩაეძინოს შენთან, უსაფრთხოდ, არ ეშინოდეს იმიტომ რომ იცის გვერდით ყავხარ. მაგრამ შენ მის გვერდით არ ხარ, იცი რომ გადარჩენის შანსი აღარ აქვს და უაზროდ იკვლევ ინფორმაციას დაავადებაზე, იქნებ რამრ იპოვო, ყველას ურეკავ ვინც კი რამე სტატუსით ახლოსაა ძაღლებთან, ანალიზებს აგზავნი ყველგან რომ იქნებ ვინმემ რამე დამაიმედებელი გითხრას და შენი სისუსტის გამო რომ დანაკარგის აღიარება არ გინდოდა, შეგუება არ გინდოდა, ყველაზე საჭირო მომენტში არ იყავი მის გვერდით... არადა დაპირდი, და სადმე ტყეში უნდა გასულიყავით, ძალიან კარგი ამინდი იყო, ისეთი, მშვიდად რომ წამოწვებიდით ბალახზე და ერთად ტკბილად დაიძინებდით.
და სად მიდიან სიკვდილის მერე, ვერასდროს გავცემ ამ კითხვას პასუხს, ვიცი, ან ვნახავთ თუ არა კიდევ ერთხელ... სადმე :/ ოდესმე :/
Comments
Post a Comment