ერთი დღე იყო, ადრე დილით მეგობარი დამადგა სახლში, 8 საათი იქნებოდა. ადექი კარგი ამინდიაო მაგრამ ვერ გამაღვიძა, მაგრად მეკიდა და ძილი გავაგრძელე.
მერე ჩემი ძმა შემოვიდა ოთახში და ცალკე ეს მეჩალიჩებოდა ადგომაზე, მარა გეც მეკიდა და ისევ ვაგრძელებ ძილს.
მერე კიდევ ერთი მეგობარიც მოვიდა და ვერც იმან გამაღვიძა...
მერე შენ მოხვედი.. შეხედე ყველას და უთხარი: მე ვიცი როგორ გავაღვიძო, ოთახიდან ყველა გაუშვი და კარი მიკეტე. ალბათ რა არ იფიქრეს შენ კიდევ ფეხი გააძრე და ლოყაზე დამადე. ძაან კარგი დილა იყო. გახსოვს?
- არა,რავიცი არ მახსოვს.
- ეე როგორ არ გახსოვს, ძაან ღადაოობა იყო, თან იმათი სახეები...
- ....
(მე სხვა დილა მახსოვს... უნივერსიტეტში მივდიოდი, მაგრამ გადავიფიქრე დილით წასვლა და შენსკენ წამოვედი, ვიფიქრე დილით სიურპრიზს გავუკეთებ და დავადგები, ჩავეხუტები, მერე სადმე სასეირნოდ გავალთ ან ფილმს ჩავუჯდებით... ამ ფიქრებით ამოვედი შენს კართან და სახლიდან ვიღაც გოგოს სიცილის ხმა გავიგე.. ვიცოდი რომ მარტო ხარ, მაგრ'ამ არ იყავი.. საერთოდ ვერ მანიჭებს ეგ ფაქტი ახლა ტკივილს, პირიქით, მგონია რომ შენ უფრო გეტკინება ახლა ამას თუ გაგახსენებ... მაგრამ ნუ, მე ეს მახსოვს... მარა ამას ახლა ხომ არ გეტყვი, ამდენი წელი გავიდა და გეწყინება რომ ეს მახსოვს და სხვა "კარგი" არ მახსოვს).
Comments
Post a Comment