ამ ღამით

არაფერი შეიცვლება. რეალურად არაფერი შეიცვლება. უბრალოდ 12ზე ბევრი გაიცინებს და ერთმანეთს ჩაეხუტებიან, შუშხუნებს აანთებენ დადალევენ, იცეკვებენ, იმღერებენ, 10დან უკან დაითვლიან, იყვირებენ, კიდევ დალევენ, ერთმანეთს მიულოცავენ, აკოცებენ, იცეკვებენ, შეჭამენ და სადღაც დილისკენდაიძინებენ. გაიღვიძებენ და სამყარო სხვანაირი დახვდებათ. მზე უფრო ლამაზადგაანათებს, ცა უფრო ცისფერი იქნება,ბალახი უფრო ხასხასა იქნება, მდინარეებიკამკამა იქნება, ყველაფერი დალაგებული იქნება, გარეთ უპატრონოდ ცხოველები არგაიყინებიან, არც ხალხს ეძინება ქუჩაში, აღარავის შეეშინდება, საარსებო მინიმუმზემეტი ყველას ექნება, საცობები აღარ იქნება, ყველა პრობლემა მოგვარებულიიქნება,ომი აღარსად არ იქნება, ბოროტება გაქრება, სიყვარული დაფასდება, მსოფლიოს მშვიდობა მოიცავს, ყველა ერთმანეთს გვერდით რეალურად დაუდგება, მშიერი არცერთი სულიერი არ იქნება, არცერთი ხე არ გახმება, ჰაერში ელფები იფრენენ, ახალი ლამაზი არსებებიც, ქუჩაში ყველა ბედნიერი სახით, და მომდევნოკიდევ ერთი წლის განმავლობაში ყველა სახლში შენარჩუნდება ახალი წლისგანწყობა, განათებები, გაღიმებული სახეები, იქაც კი, სადაც ეს ასე არ იყო. იმიტომრომ ახალ წელს სასწაულები ხდება. ილუზიაც სასწაულია. ჩვენც სასწაული ხალხივართ.

Comments

Post a Comment

Popular Posts