ჩვენ

ჩვენს თავს ვაიძულებთ ომში რაღაც გაგვიხარდეს. ვიღაცის სიკვდილი გაგვიხარდეს, რაღაცის განადგურება გაგვიხარდეს. ჩვენ,ზუსტადაც, საკუთარ თავებს ვაიძულებთ. ჩვენ, თითოეული ადამიანი, ჩვენი გადაწყვეტილებებით, ჩვენი არჩევანით ვინადგურებთ საკუთარ თავებს. ჩვენ, რომლებიც გარდა იმისა რომ ინდივიდები ვართ, ერთი მთლიანი ვართ. მე შენ ხარ. და შენ მე ვარ. ჩვენ სომალელი ბავშვი ვართ, და ის ჩვენ არის. ჩვენ ვართ ავსტრალია და ავსტრალია არის ჩვენ. ჩვენ ვართ ხე და ხე არის ჩვენ. ჩვენ ვართ ტყე და ტყე არის ჩვენ. ჩვენ ვართ დედამიწა და დედამიწა არის ჩვენ. ჩვენ ვართ ყველა და ყველა არის ჩვენ. მე ვარ ჩვენ. შენ ხარ ჩვენ. ჩვენ ვაიძულეთ საკუთარი თავები რომ გული გვეოხებოდეს და გვიხაროდეს ვიღაცის სიკვდილი. რაღაცის განადგურება... ჩვენ ვართ ყველაფრის საწყისი და დასასრული. ჩვენ ვართ ყველაფერი ცუდის და კარგის მიზეზიც. მშვიდობა არ იქნება, სანამ "ჩვენ" სრულიად არ გაიაზრებს საკუთარ არსებობას.

Comments

Popular Posts