მიზეზები რატომაც ტირილმა უნდა გიშველოს... რატომაც ჩვენ ვტირით, ვიცინით და ყურადღება გადაგვაქვს პრობლემებიდან, ტრაგედიებიდან.
მე არ მსურს ამ სამყაროში ცხოვრება. არ მსურს ვიცხოვრო სამყაროში, სადაც აღარ არსებობს ნდობა, სადაც სიყვარული დროებითია. სადაც ყველა იტყუება, სადაც ყველა ფიქრობს რომ ყველა იტყუება, სადაც აღარავის სჯერა ნამდვილი სიყვარულის, სადაც მეგობრობა გამოგონილი სიტყვაა. სადაც ხალხი მხოლოდ ერთმანეთს იყენებს. სადაც, კარგად რომ დაფიქრდე, ოჯახის წევრებიც იმიტომ გიყვარს რომ რომ ოჯახის მიმართ სიყვარული ევოლუციურად შენშია ჩადებული, ჩაბეჭდილი.წარმოსახვაა, ილუზიაა, არ არსებობს გრძნობები, თუ შენ სარგებელს არ იღებ. არ არსებობს სიყვარული, თუ შენ სარგებელს არ იღებ. არ არსებობს მეგობრობა, თუ შენ სარგებელს არ იღებ. არ არსებობს არაფერი ნამდვილი.ჩვენ გვჯერა, იმიტომ რომ არ გავგიჟდეთ. ჩვენ ვარსებობთ უაზროდ მანამ, სანამ არ გავიაზრებთ რეალურ მისიას, რომელსაც ვინიცის ვინ გვიწესებს.
კაცობრიობა წრეზე დადის, ბრუნავს როგორც ყავა ჭიქაში მორევისას, ყავა ჭიქაში ჩვენ ვართ, ვსვამთ, მერე თავიდან ვასხამთ, ვურევთ რამდენიმე მასას ერთმანეთში და შერყმა ხდება, ასე ერწყმება ადამიანი სამყაროს, მერე ხდება გამოფიტვა, დაცლა, და განადგურება, მერე ისევ წრეზე მივდივართ. და ისევ იგივე. მილიარდწლიანი ნეხვში ამოვლებული წრე. დედამიწას გავანადგურებთ, მერე ვიღაცები ისევ აღადგენენ, დედამიწას თუ არა სხვა პლანეტას. აღადგენენ, გააშენებენ, ვაზრდიან იმიტომ რომ ისევ იმ წრეზე წავიდეთ. საშინელი არსებებივართ. თვითგანადგურება ჩვენი უდიდესი სურვილია. ამით ვიკვებებით. ქაოსი, ალბათ სადღაც ვიღაცეები მაგრად დაგვცინიან.
ვაჰ, მოკლედ ადამიანებში ბევრი მე-ა. ზოგი რას წერს, ზოგი რას.
Comments
Post a Comment