1 წუთი პილოტზე.

შეიძლება ვიღაცას პილოტი მე ვეგონო, მაგრამ მე პილოტი არ ვარ და არც ეს პოსტი არ არის მხოლოდ ჩემზე.
ჩემი აზრით საკმარისად პატარა ხარ იმისთვის რომ კი, გახსოვდეს. იმდენი დრო არ გაგიტარებია ამ სიცოცხლეში, იმდენი გამოცდილება არ გაქვს, არც საფიქრალი, ან სადარდებელი, რომ ტვინის იმ ნაწილში, სადაც მოგონებები ინახება, ჯერ კიდევ ბევრი ადგილი არ გქონდეს თავისუფალი.
ოთახი.
შენი მეხსიერების ოთახში გჭირდება შეავსო ცარიელი ადგილები. ამის გარეშე ხომ ცარიელი ხარ. სიცარიელეს ხომ ვერ ვიტანთ.
როცა გაგახსენდება ისეთი რამ, რაც არც კი გეგონა რომ გახსოვდა.
სიმართლე ის არის, რომ შენ უბრალოდ საკმარისად პატარა ხარ და გაუაზრებლად გამახსოვრდება ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალი, მომენტი, სურათი, გრძნობა, რასაც კი დაინახავ, გაიგონებ ან შეეხები. და რაც უფრო ბევრი ინფორმაციით იტენი ტვინს, მით უფრო გიჭირს აზრების თავმოყრა, გამიჯვნა. ყოველდღე უფრო და უფრო მეტი სურათი ჩნდება, მეტი ახალი გრძნობა, ძველების სხვადასხვაგვარად შეგრძნება, და ტვინი იღლება, წლები გადის, და უფრო მეტად იღლება, და ჩვენ ვნაოჭდებით, ტვინიც ნაოჭდება, უფრო და უფრო, ჩვენს კანთან ერთად. და მერე ჩვენ ვბერდებით, და ჩვენ ვკვდებით...
სიკვდილი - როცა ინფორმაციის მიღება შენს ფიზიკურ სხეულში არსებულ ფიზიკურ ტვინს აღარ შეუძლია.
სიკვდილის შემდეგ ჩვენი სხეულები ცარიელდება და ჩვენი ფიზიკური ტვინის მეხსიერების ოთახი ხდება ისევ ისეთი, როგორიც იყო მათი ჩასახვის დღეს.
ასაკს მოაქვს "სკლეროზი"
ბევრი უსარგებლო ინფორმაციისგან ბოლოს გვაერორებს. ამიტომ შეიძლება არ ახსოვდეს მოხუც ადამიანს საკუთარი შვილის სახელი, მაგრამ ახსოვდეს რა ერქვა ბავშვობაში მის სათამაშოს, პირობითად. ამბობენ რომ ადამიანები ადრე უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ. ბუნებრივად საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი შემცირებულია (კიდევ ერთხელ: ბუნებრივად და იმუნიტეტზე იმედია არავინ დაიწყებს საუბარს), ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აზრით არის ინფორმაციის (განსაკუთრებით არასაჭირო ინფორმაციის) გავცრელების უფრო და უფრო სწრაფი მეთოდების შემუშავება მსოფლიოში. ახლა ადამიანს ბევრად მეტი სხვა ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება შეუძლია ვიდრე ადრე, იმიტომ რომ ყველაზე და ყველაფერზე იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ცოდნა სჭირდება. შესაბამისად, ტვინი, რომელიც ჩვენი სხეულის ყველა წერტილს ამუშავებს, ბევრად უფრო მალე ფეთქდება, შესაბამისად უფრო მალევე მიყვება სხეული.
და ბუმ!

Comments

  1. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვიყოთ საკმარისად პატარები იმისთვის რომ გვახსოვდეს,არ არის რათქმაუნდა მარტივი მაგრამ.ნებისმიერ ასაკში შეგიძლია გიხაროდეს და გაბედნიერებდეს რაღაც ერთი შეხედვით უმნიშვნელი დეტალები,და თუ "ბავშვის" ხალისით აღვიქვამთ ყველაფერ კარგს,"დიდის" დაფიქრებით გავაანალიზებთ მოვლენებს და უკვე არსებული გამოცდილებით გადავლახავთ სირთულეებს,მაშინ შევძლებთ ავირჩიოთ რა დაგვამახსოვრდეს და რა არა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts