ზნექვა-ზნექვა

გაიღვიძე, არც გეძინა, მოემზადე, ჩაიცვი, ან გამოიპრანჭე, დააწექი გასართობად მარტო ან მეგობრებთან ერთად. საცეკვაოდ, დროის გასაყვანად, ახალ ჩურებზე ან კუტუებზე სანადიროდ, ან რამე დრაგის გასაჩითად, ან დასალევად, ან რამდენიმე ერთად, ან ყველა ერთად). დალევით დაიწყე, ან პირდაპირ დრაგით, feel the music და შებერე. იცეკვე მთელი ღამე გაუჩერებლად, ამოზნიქე ტანი, მერე ჩაზნიქე, გადაზნიქე, გადმოზნიქე, ბევრი ხალხია, შემთხვევით გაარტყი ვიღაცას იდაყვი ცეკვის დროს, ან არა-შემთხვევით, თუ ცუდ ხასიათზე ხარ და ძალა გერჩის, ვითომ შემთხვევით მოგიხვდა. გამოდი სასმლის ან დრაგის დასამატებლად, ტანის მოძრაობა არ შეწყვიტო, ზნექვა-ზნექვით აუცილებლად, დაამატე, გააგრძელე ცეკვა. ცაზე რაღაც სასწაული ხდება, ჯერ ეს არ შეამჩნიო, ისევ დაუბრუნდი დახურულ სთეიჯს სადაც საშინელი დახუთულობაა, იდაყვების აცილების დროს ცეკვის ახალი ილეთები დაამუღამე და აი ისიც.. მზის პირველი სხივები, რომლებიც ცას ანათებენ, ვახ, დაამუღამე რომ ღრუბელი თეთრი არ არის,და ვახ... რაც უფრო ამოდის მზე უფრო თეთრდება, მაგრამ მოიცა, ჯერ ამისთვის არ მოიცალო, ცეკვა განაგრძე. აი მზე კარგად რომ ამოვა, გამოდი, თან საპირფარეშოში გინდა, ისე შეიძლება არც გაგახსენდეს. მოფსი და დაბრუნდი, და მზეს ახედე, და ვახ...გაგისწორდა... სადღაც აძვერი და მზეს სახე მიუშვირე, მზის ენერგიები შეუშვი შენს სულში,სხულში- რომელზეც ცოტა ხნის წინ ლუდი და კიდევ ვინ იცის რა გადაგეწუწა... ღრამად ისუნთქე, თვალები დახუჭე, მოსაწევის და სიგარეტის სუნთან ერთად, რომლითაც გაჟღენთილია ირგვლივ ყველაფერი, თავისი არომატი მოაქვს, უფრო ღრმაა შესუნთქვა, უფრო სუფთაა ენერგია. როოოგორ ასწორებს. კარგად გათენდა, უკვე გეძინება, მაგრამ მაინც ზნექვა-ზზნექვით იარე, ტემპის დაგდება არ იქნება.

Comments

Popular Posts