Wanna do some magic?

ჩეთრულეთზე შევედი, ბევრი რჯულის ადამიანი შემხვდა, ყველას ვეკითხებოდი ერთსა და იმავეს: მაგიური ძალა რომ გქონდეს რას გააკეთებდი ან შეცვლიდი? ზოგმა ფრენა მოისურვა, ზოგმა ადამიანების ნაწილის გაქრობა დედამიწიდან, ზოგმა ბევრი ფული, ზოგმა იფიქრა იფიქრა და ვერ მოიფიქრა. რამდენიმემ მეც მკითხა, და პასუხზე, რომ ტექნიკას გავაქრობდი, ჯადოსნურ ქმნილებებს დავამატებდი დედამიწაზე, კორპუსებს ხეებად და ხეობებად გადავაქცევდი, რესტორნებს ჩანჩქერებად, პატარ-პატარა ტბებად, გზებს მინდვრებად, ტყეებს მეტ სიმწვანეს შევმატებდი, სადაც დღისით ლამაზი პეპლები იფრენდნენ, ღამით ციცინათელები და ფერიები გაანათებდნენ, საკვებ მცენარეებს გავაჩენდი უამრავს, რომ საკვების მარაგისთვის ერთმანეთს არსებებმა არ ავნონ. ყველა ცოცხალი არსება ამ მცენარით გამოიკვებებოდა, რომ არ ყოფილიყო მკვლელობა. და კიდევ ბევრი. მომდევნო კითხვა აუცილებლად იყო: რამდენი წლის ხარ? Because of your pink mind - სიტყვა-სიტყვით. ველ, დაავიწყდათ რომ კითხვა იყო მაგიური. არავის არ უნდა დაჯერება რომ ეს არ არის სამყაროში ყველაზე დიდი ტყუილი და ილუზია. ყველაზე დიდი ილუზია ის არის რომ დღეს ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ.მათი გადმოსახედიდან ეს ხომ არის ოცნება,არაეალური მაგიური ძალა, და თუ ოცნებაც არ შეიძლება იყოს "ვარდისფერი", არ მგონია რომ მარტივი იქნება ამდენი მუქი ენერგიისგან გამოთავისუფლება. Plus, ის რომ არ გჯერა რაღაცის არსებობის, რადგან არ გინახავს, და გჯერა, რომ არც არავის უნახავს(თან ესეც არ ვიცით დაზუსტებით), არ ნიშნავს რომ არ არსებობს, ან შენ ვერ გახდები იმ რეალობის ნაწილი.

Comments

Popular Posts