შენ ანომალია ხარ.

ერთი და იმავე რამეს, სხვადასხვა ხმის ტონალობით და გამომეტყველებით თუ იტყვი, სხვადასხვა შედეგს მიიღებ. მაგალითად:
1.
საწყალი სახით, ძლივს თუ მოყვები შენს ტრაგიკულ ისტორიას, ატირებული, ყველას შეებრალები და უამრავი ადამიანი შემოგთავაზებს დახმარებას, გვერდით დგომას. უამრავი ადამიანი გაიზიარებს შენს გულის ტკივილს.
2.
ამაყი სახით თუ იტყვი, უამრავი ადამიანი იფიქრებს, რა ძლიერი პიროვნება ხარ. ზოგი იმასაც, რომ მისაბაძი მაგალითი ხარ. ნაკლები შემოგთავაზებს დახმარებას და გვერდით დგომას. ნაკლები გაიზიარებს შენს გულის ტკივილს.
3.
თუ აგრესიულად იყვირებ, უმეტესობა იმას გაიფიქრებს, რა აყვირებს და არც კი მოგისმენენ, ან მოგისმენენ მაგრამ ვერც გაიგებენ რას "ამბობ". რადგან შენი ხმაური მათ შეაწუხებთ და ეს იქნება წინ წამოწეული მათ ცნობიერში. არავინ შემოგთავაზებს დახმარებას და გვერდით დგომას, რადგან ვერ დაინახავენ რა არის ამის მიღმა. არავინ გაიზიარებს შენს გულის ტკივილს.
რა ხდება სინამდვილეში?
განსხვავება მხოლოდ გამოხატვის ფორმაშია. სამივე შემთხვევაში შენ ერთნაირად გრძნობ თავს. სხვები სხვადასხვანაირად იგებენ ან ზოგჯერ საერთოდ ვერ იგებენ. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი "ვერ იგებენ", და მათ დამოკიდებულებას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ შენი იმ მომენტში არსებული ემოცია. ეს ნიშნავს, რომ ეს არის მანიპულაცია ემოციების დახმარებით, რომელიც ალბათ შეგიძლია სხვა რამეში გამოიყენო, და არა იმის მცდელობაში ვინმეს მიმართ შენი ემოციის გაზიარების პროვოცირება ან იძულება მოახდინო, ესეც გაუაზრებლად. ერთი დიდი ტექნოლოგია ვართ, რომლის სენსორები მუშაობს სხვადასხვანაირად და ამავდროულად მსგავსად ყველა ემოციაზე. შენც ასეთი ხარ. თუ გინდა არ დაიჯერო და თუ შენ ასეთი არ ხარ, შენ დაზიანებული ხარ, შენ ანომალია ხარ. და შენ ჩემთვის მისაღები ხარ.

Comments

Popular Posts