Ridiculous
წარმატება ორმოს გავს, რომელიც შენი დაბადებისთანავე ჩნდება. იმ მომენტიდან, როცა განვითარებას იწყებ, ამ ორმოდან ნელ-ნელა ზევით ცოცვას სწავლობ. როგორც კი განვითარებას წყვეტ, ორმოში ვარდნას იწყებ. ვარდნისას თუ მოახერხე და თავი შეიმაგრე, იმ მომენტიდან გააგრძელებ ორმოდან ამოძრომას, სადაც გაჩერდი. მაგრამ ვარდნით გამოწვეული სტრესის გადალახვა რთულია და ვინც ამას ვერ უძლებს, ბოლომდე, ისევ ფსკერამდე ეცემა. მაშინ ისეთივე უსუსური ხარ როგორც ახალშობილი. სანამ თავს ხელში არ აიყვან და ისევ განვითარებას არ დაიწყებ, სანამ ისევ ინტერესს არ გაიღვივებ რომ შეიცნო, ისწავლო (წიგნების ზუთხვას არ ვგულისხმობ), განვითარდე, ორმოს ფსკერზე დარჩები. ყველანაირი მოტივაცია გამქრალი იქნება, არაფრის ხალისი არ გექნება, არაფერი არ გენდომება. შეიძლება მუდმივად ძილი, ან გაქრობა გინდოდეს. მერე ეს ყველაფერი ბევრად რთულია. უკვე გავლილი გზის თავიდან გავლა. წარმოიდგინე სამსახურიდან სახლში საშინლად დაღლილი, ძლივს რომ მიხვალ,სიცივეში და უცებ ისევ სამსახურის კართან ჩნდები, და იგივე გზის თავიდან გავლა გიწევს. რაც არ უნდა მოიმოქმედო...